რჩევები

საქმიანი ქალების სილამაზის ყოველდღიური ხრიკები

საქმიანი ქალების სილამაზის ყოველდღიური ხრიკები
როგორ ინარჩუნებენ საქმიანი ქალები ყოველდღიურ სილამაზეს? როგორ ახერხებენ მუდამ ფორმაში ყოფნას და სამსახურის გარდა, საოჯახო საქმეებთან გამკლავებას? ამ კითხვებზე პასუხები „მარაოს“ რედაქციამ იპოვა, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგანდობთ. ასე რომ, ჩაინიშნეთ:
Image result for busy women gif

1. შეამოწმეთ განრიგი

  • ისწავლეთ ყველაფრის დაგეგმვა, შეამოწმეთ თქვენი მომდევნო დღის განრიგი და გააანალიზეთ, რა საქმეები და შეხვედრები გელით ხვალისთვის. წინასწარ მოამზადეთ შესაფერისი სამოსი. ასე დილით მომზადებისთვის ნაკლებ დროს დახარჯავთ და გექნებათ დამატებით სახლის საქმეებისთვის მოსასწრები დრო.
Related image

2. შეამოწმეთ ამინდი

  • დილა ამინდის შემოწმებით დაიწყეთ. ეს დაგეხმარებათ გარდერობიდან ზედმეტი
    სამოსის გამორიცხვაში. ამ მეთოდით უფრო მარტივად შეარჩევთ სამოსს იმის მიხედვით, თუ როგორი ამინდი გელოდებათ დღის განმავლობაში. შესაბამისად, თავიდან აიცილებთ უამინდობით გამოწვეულ გაციებასა თუ მზიან ამინდში ზედმეტ სიცხეს.
Image result for check weather gif

3. მოამზადეთ საუზმე და ლანჩი მომდევნო დღისთვის

  • დილით ადგომა გაცილებით სასიამოვნო გახდება, თუ გეცოდინებათ, რომ საუზმე უკვე მზად გაქვთ. ამით დროის ეკონომიას გააკეთებთ, განწყობას აიმაღლებთ და ამასთანავე, მიიღებთ ჯანსაღ საკვებს, რაც აგარიდებთ თავიდან ზედმეტ კილოგრამებს.
Image result for lunch gif

4. ყველა მნიშვნელოვანი beauty-პროცედურა გაიკეთეთ წინასწარ

  • დილით არ გექნებათ ნიღბის გაკეთების ან ღრმა წმენდის დრო. ამიტომ კანი წინასწარ გაისუფთავეთ. წაისვით სახის სკრაბი, შემდეგ გაიკეთეთ პილინგი სახლის პირობებში და პროცედურის იდეალური დასასრულისთვის შემოინახეთ სახის მცირე მასაჟი ზეთისა და დამატენიანებელი საცხის გამოყენებით.
Image result for face care gif

5. მოამზადეთ თქვენი კოსმეტიკური ჩანთა

  • ყველა საქმიანმა ქალმა იცის, რომ დღის განმავლობაში მაკიაჟი განახლებას მოითხოვს. ამიტომ თან აუცილებლად უნდა იქონიოთ კოსმეტიკური ჩანთა საჭირო საშუალებებით. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ სუნამოს, რომელიც ნებისმიერ ჩანთაში ჩაეტევა.
Image result for cosmetic bag gif

6. გაამზადეთ აქსესუარები

  • დაე, ყველა თქვენი საყურე, ყელსაბამი, შარფი, ჩანთა თუ სათვალე მკაცრად იყოს დალაგებული ფერებისა და სეზონების მიხედვით. ეს დაგიზოგავთ აქსესუარების შეხამებაზე მნიშვნელოვან დროს.
Image result for accessories gif

7. წინასწარ მოამზადეთ ჩანთა

  • დილის გასვლები ხშირად მთავრდება სახლიდან ნაჩქარევი სირბილით, რასაც იქამდე მიჰყავხართ, რომ მნიშვნელოვანი დოკუმენტები ან საჭირო ნივთები გრჩებათ. ჩანთის წინასწარ მომზადება ჩვევად აქციეთ, დილით კი მასში უბრალოდ რამდენიმე ახალი ხილი და ლანჩის ყუთი მოათავსეთ.

Image result for bag gif

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93