გინდა ისეთი მოცულობის ტუჩები, როგორიც სუპერმოდელ როზი ჰანტინგთონ-უათლის ან ანჯელინა ჯოლის აქვს? მაშინ „მარაოს“ რჩევები სწორედ რომ დროულია.
ტუჩის პლასტიკა
- პლასტიკურ ქირურგთან არა მარტო ტუჩის ასიმეტრიის შესწორება, არამედ მათი მოცულობის გაზრდაც შესაძლებელია. არსებობს ოპერაციის რამდენიმე სახეობა, მაგრამ ყველაზე პოპულარული - ბულჰორნია. მისი არსი საკმაოდ მარტივ რამეში მდგომარეობს: ექიმი ზედა ტუჩის მცირე ნაწილის მოკვეთს, შემდგომ ოდნავ შიდა მხარეს ამოწევს და მიაკერებს ტუჩის ნაპირს. ამის მეშვეობით ამცირებს მანძილს ზედა ტუჩსა და ცხვირს შორის. პროცედურის მინუსი: რეაბილიტაციის პერიოდი 7 დღიდან 8 კვირამდე გრძელდება.
ინიექციები
- ყველაზე გავრცელებული მეთოდიკა - ჰიალურონის მჟავით ტუჩის მოცულობის გაზრდა. სასიამოვნო ბონუსი - ტუჩის მოცულობის გაზრდის გარდა, დამატებით იღებ დატენიანებას. ეფექტი ნარჩუნდება 6 თვიდან ერთ წლამდე. მინუსი ამ მეთოდიკის არის ის, რომ პროცედურა მტკივნეულია.
ტატუაჟი
- ტუჩის მოცულობის ვიზუალური ზრდა. ეს ყველაზე არასასიამოვნო პროცედურაა, ვინაიდან შეფერილი პიგმენტი კანში შედის საკმაოდ ღრმად. იმისათვის, რომ მიიღოთ ბუნებრივი და ნატურალური ფუმფულა ეფექტი, უნდა შეარჩიოთ სწორი კონტური. პერმანენტი ნარჩუნდება 3 წელიწადს.
ელექტროპორაცია
- ეს მრავალჯერადი და ხანგრძლივი მომსახურებაა. იწყება ტუჩის პილინგით, შემდეგ სპეციალური აპარატის მეშვეობით ჰიალურონის მჟავისა და ვიტამინების შეყვანა ხდება. პროცედურა უმტკივნეულოა, შედეგი დასრულებისთანავე სახეზეა, თუმცა მხოლოდ ერთ თვეს ნარჩუნდება.
კოსმეტიკა 3D ეფექტით
- აქ, პირველ რიგში, უნდა გაამახვილოთ ყურადღება ჰიალურონის მჟავის შემცველობაზე, მენთოლზე, წიწაკასა და კოლაგენზე, თუმცა ისინი ტუჩის მოცულობას მხოლოდ ერთი საათით შეინარჩუნებენ. გამოგადგებათ ასევე უფერო ან მბზინავი ტუჩსაცხები. სასურველია, ჰქონდეს ფორთოხლისფერი, ბაცი ყავისფერი ან ვარდისფერი შეფერილობა. თუკი გადაწყვიტე მაკიაჟის მეშვეობით ტუჩის მოცულობის გაზრდა, დაიმახსოვრე აუცილებელი პირობა: პირველ რიგში, ტუჩებს შემოატარე ღია ფერის ტუჩის ფანქარი, ოდნავ კონტურს გასცდით, შემდეგ წაისვი ტუჩსაცხი ან მბზინავი საცხი, ჰაილაითერის მეშვეობით კი ტუჩის ზედა ნაწილი გამოკვეთე.
წყარო