თმის მოვლა ყოველთვის განსაკუთრებით დიდ დროს მოითხოვს, რათა შეინარჩუნოს ბზინვარება, სილამაზე, ფერი და მოცულობა. შეღებვა და თმის გაღიავება ყველაზე დიდ ზიანს რომ აყენებს თმას, ეს ისედაც ვიცით, მაგრამ არსებობს კიდევ რამდენიმე მიზეზი, რომლებზეც არც კი გვიფიქრია და ამიტომაც, გამუდმებით ვიმეორებთ შეცდომებს.
„მარაო“ გიზიარებთ ყოველდღიურ შეცდომებს, რომლებიც თმას დიდ „დარტყმას“ აყენებს და ჩვენ ყურადღების მიღმა გვრჩება.
ვარცხნილობის ხშირი ცვლა
- „როდესაც ვხედავ კეფაზე გამოჩრილ მოკლე თმის ღერებს, მაშინვე ვხვდები, რომ კლიენტი დღის განმავლობაში ვარცხნილობის სტილს რამდენჯერმე იცვლის. მაგალითად, ბალერინის კოსას - ცხენის კუდით“, - ამბობს სტილისტი ჯეიმს კორბეტი.
გამოსავალი: ფრთხილად დაივარცხნეთ თმა, სანამ შეიცვლით ვარცხნილობას. წაისვით მთელ სიგრძეზე ზეითუნის ზეთი. ეს დაიცავს თმის ღერებს დაზიანებისგან. თუ თქვენ თმის რეზინით ისე იკრავთ თმას, რომ ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს სადაცაა გაწყდება, გაითვალისწინეთ, ერთხელ თმებსაც ზუსტად იგივე შეიძლება დაემართოს.ძილი სველი თმით
- დიახ, მილიონობით ქალისთვის უფრო მოსახერხებელია თავის დაბანა ძილის წინ, როდესაც არავინ აჩქარებთ, ვიდრე დილით ადრე, როცა ძალიან ეჩქარებათ. სველი თმით ძილი ძალიან აფუჭებს თმას. ის კარგავს მბზინვარებას და ადვილად ზიანდება ღერის სტრუქტურა. „თმის სველი ღერი ძალიან რბილია და ადვილად ტყდება მაშინ, როდესაც თქვენ ძილში მოძრაობთ“, - ამბობს სტილისტი ნატანიელ ჰოუკინსი.
გამოსავალი: თუ თქვენ არ შეგიძლიათ შეეშვათ ძილის წინ თავის დაბანის ჩვევას, ის მაინც მოახერხეთ, რომ ნაკლები ზიანი მიაყენოთ მას. ამისთვის გამოიყენეთ სპეციალური ნიღბები და ასევე, შეიძინეთ აბრეშუმისგან ან ატლასისგან დამზადებული ბალიში.უარის თქმა კონდიციონერზე
- თუ თქვენ არ იყენებთ თმის ბალზამს რეგულარულად, არ უნდა გაგიკვირდეთ, რატომაა ის მშრალი და ადვილად მსხვრევადი.
გამოსავალი: გამოიყენეთ კონდიციონერი. თვეში ორჯერ მაინც წაისვით ნიღაბი ინტენსიური დატენიანებისთვის. ეს სრულებით არ ითხოვს დამატებით დროს, როგორც უმრავლესობას ჰგონია: უბრალოდ, დაიბანეთ თავი და შემდეგ წაისვით ნიღაბი. დაიხურეთ თავზე შხაპის ქუდი და მიხედეთ დანარჩენ საქმეს.