რჩევები

რასთან ერთად არ უნდა ჩაიცვათ კოლჰოტები: 3 წესი მოდურ ქალბატონებს

რასთან ერთად არ უნდა ჩაიცვათ კოლჰოტები: 3 წესი მოდურ ქალბატონებს
შემოდგომის გარდერობი კოლჰოტების გარეშე წარმოუდგენელია. ზოგიერთ ქალბატონს ჰგონია, რომ მათი ჩაცმა ყველა სტილის სამოსთან ერთად შეიძლება, რაც სიმართლე არაა. არსებობს 3 წესი და ის ყველა ქალმა უნდა დაიცვას, თუ სურს, მოდურად გამოიყურებოდეს.

გამჭვირვალე კოლჰოტი და ღია ფეხსაცმელი

შეიძლება ოდესღაც გეცვათ კოლჰოტზე ე.წ. ბასანოჩკები, მაგრამ დღეს უნდა დაივიწყოთ. ეს უგემოვნობის პიკია. მოდის ექსპერტები გვირჩევენ, გამჭვირვალე კოლჰოტზე დახურული ფეხსაცმელი ჩავიცვათ, ან ჩექმა.

ბადისებრი კოლჰოტი ულტრამოკლე ან მოკლე ქვედაკაბასთან

თუ ბადისებრი კოლჰოტის ჩაც
მას აპირებთ, სამოსი დელიკატურად უნდა შეარჩიოთ. მას ყველაფერი არ უხდება. მაქსიმალურად მოერიდეთ ბადისებრი კოლჰოტის ჩაცმას ულტრამოკლე ქვედაკაბასთან ან შორტებთან. თუმცა, ის არც მიდი და არც მაქსი ქვედაკაბას უხდება. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ ბადისებრ კოლჰოტთან ჩაიცვათ, არის საშუალო სიგრძის კაბა ან ქვედაკაბა (მუხლამდე ან მუხლს ოდნავ ზევით).

ფერადი კოლჰოტი კონსერვატიულ სამოსთან

შემოდგომის გასახალისებლად მოდის მიმდევრები ხშირად იცვამენ ფერად კოლჰოტებს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ კლასიკურ სამოსს (განსაკუთრებით, შავ-თეთრ სტილს) ფერადი კოლჰოტები არ უხდება. უმჯობესია, მონოქრომი სტილი აირჩიოთ ან, უკიდურეს ვარიანტში, კოლჰოტის ფერი სამოსს შეურჩიოთ.
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93