შემოდგომის გარდერობი კოლგოტების გარეშე წარმოუდგენელია. ზოგიერთ ქალბატონს ჰგონია, რომ მათი ჩაცმა ყველა სტილის სამოსთან ერთად შეიძლება, რაც სიმართლე არაა. არსებობს 3 წესი და ის ყველა ქალმა უნდა დაიცვას, თუ სურს, მოდურად გამოიყურებოდეს.
გამჭვირვალე კოლგოტი და ღია ფეხსაცმელი
შეიძლება ოდესღაც გეცვათ კოლგოტზე ე.წ. ბასანოჩკები, მაგრამ დღეს უნდა დაივიწყოთ. ეს უგემოვნობის პიკია. მოდის ექსპერტები გვირჩევენ, გამჭვირვალე კოლგოტზე დახურული ფეხსაცმელი ჩავიცვათ, ან ჩექმა.
ბადისებრი კოლგოტი ულტრამოკლე ან მოკლე ქვედაკაბასთან
თუ ბადისებრი კოლგოტის ჩაცმას აპირებთ, სამოსი დელიკატურად უნდა შეარჩიოთ. მას ყველაფერი არ უხდება. მაქსიმალურად მოერიდეთ ბადისებრი კოლგოტის ჩაცმას ულტრამოკლე ქვედაკაბასთან ან შორტებთან. თუმცა, ის არც მიდი და არც მაქსი ქვედაკაბას უხდება. ერთადერთი, რაც შეგიძლიათ ბადისებრ კოლგოტთან ჩაიცვათ, არის საშუალო სიგრძის კაბა ან ქვედაკაბა (მუხლამდე ან მუხლს ოდნავ ზევით).
ფერადი კოლგოტი კონსერვატიულ სამოსთან
შემოდგომის გასახალისებლად მოდის მიმდევრები ხშირად იცვამენ ფერად კოლგოტებს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ კლასიკურ სამოსს (განსაკუთრებით, შავ-თეთრ სტილს) ფერადი კოლგოტები არ უხდება. უმჯობესია, მონოქრომი სტილი აირჩიოთ ან, უკიდურეს ვარიანტში, კოლგოტის ფერი სამოსს შეურჩიოთ.