მსახიობი და ტელეწამყვანი შორენა ბეგაშვილი "ინსტაგრამზე" ერთ-ერთი ყველაზე აქტიური და განხილვადი ქალბატონია. მისი ფოტოები საკმაოდ დიდ მოწონებას იმსახურებს.
ამ დროისთვის ბეგაშვილს 307k გამომწერი ჰყავს.
მომხიბლავი ქალბატონი მაკიაჟს დიდ ყურადღებას აქცევს. ის უმაკიაჟო ფოტოს, ფაქტობრივად, არც არასდროს აქვეყნებს. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ დავაკვირდეთ, თუ როგორ ექსპერიმენტებს ატარებს და რა ხრიკებით ცდილობს, რომ სახე ლამაზად გამოკვეთოს.
მკვეთრი ფერის ტუჩსაცხი ყველა ქალბატონს ნამდვილად არ უხდება. შესაბამისად, ჩვენი კანის ფერის მიხედვით უნდა შევარჩიოთ.
"რუჟის" ეფექტი გამოკვეთილ ტუჩებს ძალიან უხდება, თუმცა არც უპეების ამონათება არ უნდა დაგვავიწყდეს. მსგავს ეფექტს კორექტორით და ღია ფერის, ნათელი პუდრითაც მივაღწევთ, რომელსაც მხოლოდ თვალის ქვეშ, შუბლზე და ცენტრალურ წერტილებში გამოვიყენებთ.
თუ დაკვირვებიხართ, შორენას ყვრიმალები მუდმივად გამოკვეთილი აქვს. ეს სახეს ვიზუალურად ათხელებს, ჰაილაითერი კი მოვლილი ქალის ერთ-ერთი ატრიბუტია. ვიცი, რომ ზოგიერთი ქალბატონი ჰაილაითერებს არ სწყალობს, თუმცა აქაც ბალანსის დაცვა შეგვიძლია. არსებობს სადა და თითქმის შეუმჩნეველი ჰაილაითრებიც, რომლებიც ამოსანათებლად მაინც მშვენიერია.
თუ გვსურს, რომ უფრო შესამჩნევები გავხდეთ, ტუჩსაცხი ოქროსფერი ბზინვარებით საუკეთესო საშუალებაა. მსგავსი ტუჩსაცხები მზეზეც ლამაზად ირეკლება და ეს კიდევ უფრო სასიამოვნო იერს შეგძენთ.
ამ შემთხვევაში შორენამ გადაწყვიტა, რომ მისი ტუჩსაცხი, თვალის ჩრდილები და მანიკიური ერთმანეთის მსგავს ტონალობაში ყოფილიყო, რაც ასევე მომგებიანია.