რჩევები

როგორია ლამაზი და სადა მაკიაჟი - ჟანა დამასის რჩევები

როგორია ლამაზი და სადა მაკიაჟი - ჟანა დამასის რჩევები
ბუნებრივობის ყველაზე დიდი თაყვანისმცემლები გახლავთ ფრანგები: ისინი მარტივად ირგებენ ყველაზე მოდურ ვარცხნილობებს და თითქმის უმაკიაჟოდაც ძალიან ლამაზად გამოიყურებიან.
french make up-ის სურათის შედეგი
საკუთარი ხრიკები და სილამაზის საიდუმლოებები გაგვიზიარა ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მოდურმა პარიზელმა - ჟანა დამასმა.
french make up-ის სურათის შედეგი

1.  წაისვით პომადა თითებით

  • პარიზელი ქალებისთვის უცხოა ფუნჯების კოლექციის შეგროვება: კლასიკურ, მკვეთრ წითელ პომადასაც კი ისინი თითებით ისვამენ. „ასე ძალიან სექსუალურ, ოდნავ "რუჟის" ეფექტს ვიღებთ“, - განმარტავს ჟანა.
french make up-ის სურათის შედეგი

2. წარბებისთვის მხოლოდ გამჭვირვალე გელი გამოიყენეთ

  • არავითარი ფანქარი ან ჩრდილი - მაქსიმალური ბუნებრიობა. არაფერია იმაში საგანგაშო, თუ
    მოხატვის გარეშე წარბები ერთმანეთის იდენტური არ იქნება: თქვენ ხომ ცოცხალი ადამიანი ხართ და არა დახატულსახიანი მანეკენი. ჟანას აზრით, ერთადერთი საშუალება, რის წასმაც წარბებზე ნამდვილად ღირს - გამჭვირვალე გელია. „მომწონს, წარბები და წამწამები როგორც გამოიყურება კოსმეტიკის გარეშე. ამიტომ მე წამწამებს მხოლოდ ვიხვევ, წარბებს კი ვივარცხნი და გელით ვაფიქსირებ“, - გამოტყდა ის.

french make up-ის სურათის შედეგი

3. დაივიწყეთ ტონალური საშუალებები

  • „მე ვცდილობ, შევქმნა სრულყოფილი „მაკიაჟი მაკიაჟის გარეშე“, რადგან მომწონს, როცა ვხედავ კანს ხალებით, ჭორფლით, მიმიკური ნაოჭებით. ვფიქრობ, ეს განსაკუთრებულობები გარეგნობას უნიკალურს ხდის, სახეს მომხიბვლელობას მატებს“, - განმარტავს ჟანა. ფრანგებისთვის საყვარელი ტრენდული მაკიაჟი ჯანსაღი ბზინვარებაა. მაგრამ ამას არა ჰაილაითერების საშუალებით, არამედ კანის სწორად მოვლით იღებენ.
french make up-ის სურათის შედეგი

4. ნუ გადააჭარბებთ "რუჟს"

  • „ალბათ, ყველაზე სასარგებლო ხრიკი, რაც გავითავისე, ის არის, რომ "რუჟს" ლოყებზე ოდნავ მაღლა ვისვამ. ასე ლიფტინგის მსუბუქ ეფექტს ვიღებ, ყვრიმალები კი ოდნავ უფრო მახვილი გამოდის“, - გვიზიარებს დამასი.
french make up-ის სურათის შედეგი

5. უარი თქვით ჩრდილებზე

  • „კოსმეტიკით ნაკლებად გადატვირთული, ხალასი გამოხედვა რომ მივიღო, ქუთუთოებზე ვისვამ ჰაილაითერს ჩრდილებთან ერთად ან ერთ წვეთ მკვებავ, ცხიმიან კრემსაც“, - ამბობს ჟანა.
french make up-ის სურათის შედეგი
გაგვიზიარეთ შედეგი
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93