საპონი წარბებისთვის - ახალი მოდური საშუალება წარბების იდეალური ფიქსაციისთვის - Marao

საპონი წარბებისთვის - ახალი მოდური საშუალება წარბების იდეალური ფიქსაციისთვის

2019-09-30 12:44:01+04:00


საპონი წარბებისთვის - "ინსტაგრამიდან" წამოსული ახალი ტენდენციაა მაკიაჟში, რომელმაც ვიზაჟისტებისთვის თავის შეყვარება უკვე მოახერხა. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, თუმცა ის დაბანასთან არავითარ კავშირში არ არის - პროფესიონალები მას მყარი ფიქსაციისთვის იყენებენ.

Что такое мыло для бровей

„შიგთავსი - გლიცერინის მდნარი საპონია, რომელსაც Brow Soap-ს ეძახიან. მისით დაბანა სულაც არ არის საჭირო, ეს პროდუქტი გამოიყენება წარბების დასაფიქსირებლად და წარბების თითოეული ღერის განცალკევებასა და გამაგრებას განაპირობებს. თუკი არ მაქვს ხელთ ეს საპონი, ჩვეულებრივ გამჭვირვალე წარბების გელს ვურევ წამწამების ტუშთან - ეს არის ჩემი ხრიკი“ - წერს ერთ-ერთი "ინსტაგრამერი" ვიზაჟისტი და თმის სტილისტი.

Image result for Что такое мыло для бровей

თავდაპირველად წარბებისთვის სპეციალური პროდუქტის დამზადება გლიცერინის საპნით West Barn Co-ს მოუვიდა აზრად, თუმცა ახლა უკვე ინტერნეტქსელი სავსეა მსგავსი ანალოგებით, მაგრამ პირველად ჩანაფიქრი სწორედ დედამ და ქალიშვილმა დონნა და კიმმა მოიყვანეს სისრულეში. საოჯახო ბიზნესი ინგლისურ ქალაქ დარემში დაიწყეს, რომლის მთავარი მიზანი კი - ეთიკური კოსმეტიკის შექმნა იყო.

Related image

2016 წელს კიმი ვიზაჟისტად მუშაობდა. ერთ-ერთ გადაღებაზე ფოტოგრაფმა სთხოვა, მოდელისთვის უფრო მასიური და ხშირი წარბები შეექმნა მაკიაჟის მეშვეობით. კიმმა იცოდა ჰოლივუდელი პროფესიონალი ვიზაჟისტების ხრიკები - საპნის გამოყენების კუთხით მაკიაჟში, თუმცა ხელის საცხის გამოყენებისგან მომხმარებლის სახეზე თავი შეიკავა. სწორედ მაშინ დედასთან ერთად დაიწყო პროდუქტზე მუშაობა, რომელიც თავის ფუნქციას შეასრულებდა და მაკიაჟის მაგიდაზე თავის კუთვნილ ადგილსაც მიიღებდა. 2018 წელს ბიზნესის აღმავლობის ხანა დაიწყო - დეკემბერში მათ კომპანიაში უკვე 11 ადამიანი მუშაობდა.

Image result for westbarnco

დღესდღეისობით ამ საპნის შეძენა 19 ფუნტ სტერლინგად არის შესაძლებელი, თუმცა მასთან აუცილებლად წარბის ჩხირის გამოყენებაც დაგჭირდებათ, რაც 3.50 ფუნტ სტერლინგს არ აღემატება. ამავდროულად, ის ბამბუკისგან არის დამზადებული და ეკოლოგიურად სუფთაა.

Image result for westbarnco

წყარო