"ავერსის" სააფთიაქო ქსელში კიდევ ერთი საერთაშორისო ბრენდი გამოჩნდა - "დეიმელოუს" პროდუქცია, მისაღები ფასითა და დახვეწილი შეფუთვით, იოლად მიიპყრობს მომხმარებლის ყურადღებას, თუმცა სასიამოვნო ვიზუალის მიღმა მისი მთავარი ღირსება - უნიკალური ინგრედიენტებისგან დამზადებული სახისა და სხეულის მოვლის სამხრეთკორეული საიდუმლოებები იმალება.
ნატურალურ საფუძველზე შექმნილი პროდუქცია კანს ბუნებრივი, ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებით კვებავს და თვითწმენდასა და თვითაღდგენაში ეხმარება.
"დეიმელოუს" ასორტიმენტი მრავალფეროვანია:
  -  სახის ლოსიონი, გამწმენდი სითხე;
-  დასაბანი ქაფი;
-  კანის დამატენიანებელი საცხი; 
-  სახის შრატი;
-  ნიღბები; 
-  ტანის დამამშვიდებელი გელი.
"დეიმელოუს" პროდუქცია ჩვენს ბაზარზე აგვისტოში გამოჩნდა და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
პროდუქციას უნიკალური შემადგენლობა აქვს -  ზღვის მინერალების კომპლექსის ბაზაზე დამზადებული საცხები და გელისებური დამატენიანებელი საშუალებები ალოეს, კაქტუსის და ბამბუკის ექსტრაქტებით განსაკუთრებით ეფექტიანია.
მოვლილი კანი უფრო ჯანმრთელია, შესაბამისად – უფრო ელასტიკური, გლუვი და ერთგვაროვანი, "დეიმელოუ" კი მისი დაცვისა და მოვლის შესანიშნავ საშუალებებს გვთავაზობს.
R