წვეულებაზე აპირებ წასვლას და არცთუ ისე კარგ ფორმაში ხარ? ვაუ-ეფექტის მოხდენა ლამაზ ტანსაცმელში რამდენიმე ხრიკის მეშვეობით არის შესაძლებელი, რომელმაც არაერთი ცნობილი ლამაზმანი იხსნა. გაფრთხილებთ: შესაძლოა, ეს სრულიად არ იყოს სასარგებლო, თუმცა ნამდვილად მოქმედებს.
გვინეტ პელტროუ
- მსახიობს შეუყვარდა „თხევადი დიეტა“ - არავითარი შიმშილი, მხოლოდ გევალება ნოყიერ წვნიანებზე გადასვლა. კრემ-სუპით და სმუზით უნდა იკვებოთ საათობრივად. სპეციალურად შემუშავებული კვების რაციონით სასარგებლო ნივთიერებებს ორგანიზმი კარგად აითვისებს, შენ კი შედეგად წონას კარგავ, თან ისე, რომ არ გიწევს შიმშილი.
მერაია ქერი
- მომღერალი პირიქით, სითხის რაოდენობას ამცირებს ორგანიზმში - წყალს ნაკლები რაოდენობით იღებს და სითხეს ორგანიზმიდან სპეციალური პრეპარატების მეშვეობით გამოდევნის. კვების რაციონში კი წყალმცენარეებსა და ზღვის მარილის შემცველ პროდუქტებს ამატებს. გაითვალისწინე, ორ დღეზე მეტ ხანს ასე არ მოიქცე.
ადრიანა ლიმა
- სუპერმოდელი, გვინეტ პელტროუსა და მერაია ქერისგან განსხვავებით, ასე არ წუხს. 3-5 დღით ადრე ჩვენებამდე ადრიანა უარს ამბობს ყველანაირ საკვებზე და გადადის პროტეინების კოქტეილსა და წყალზე. ხოლო ჩვენებამდე 17 საათით ადრე წყლის მიღებასაც წყვეტს - ეს ეხმარება სხეულს რელიეფურობისა და უფრო ტანადად გამოჩენაში.
ვიქტორია ბექჰემი
- 4 შვილის დედის კვალობაზე, ვიკი ბრწყინვალედ გამოიყურება, ყოველთვის მოხდენილად და ლამაზად, ამავდროულად! ვარსკვლავმა უამრავი დიეტა სცადა, თუმცა ყველაზე საყვარელი ხრიკი „სწრაფად გახდომისთვის“ იყო და იქნება ავტორუჯი. დაიტანეთ ტანის საცხთან ერთად წვეულებამდე 2-3 დღით ადრე, იმისათვის, რომ მიიღოთ თანაბარი შეფერილობა და ვიზუალურად უფრო მაღლები და გამხდრები გამოჩნდეთ.
ქეით უინსლეტი
- ქეითის ხრიკი ბევრად მარტივია. მსახიობი დარწმუნებულია, რომ ჩვენ არა მარტო ზედმეტი კილოგრამები გვმატებს წონას, არამედ არასწორი დგომაც. ამიტომ 2 დღეს იღებს იმისათვის, რომ სწორი სიარულის მანერას მიეჩვიოს წითელ ხალიჩაზე ბრწყინვალებისთვის.
წყარო