იცით თუ არა, რომ ლოკოკინის ლორწოს რეგულარულ გამოყენებას შეუძლია კანს დაუბრუნოს ტონუსი, მოაშოროს პიგმენტური ლაქები და ნაოჭები, გააუმჯობესოს სისხლის ცირკულაცია და ფაქტობრივად, უკვალოდ გააქროს იარები?
ის ფაქტი, რომ ლოკოკინის ლორწო სახის კანისთვის ძალიან სასარგებლოა, არცთუ ისე დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს. ლოკოკინებს მრავალი წლის მანძილზე ამრავლებდნენ სამხრეთ ამერიკაში მდებარე ფერმაში დელიკატესების დამზადების მიზნით. 1980-იან წლებში ერთ-ერთმა ფერმერმა, სახელად ფერნანდო ბასკუნიანმა, შეამჩნია, რომ ფერმაში მომუშავე ადამიანებს, რომლებიც ლოკოკინებს აგროვებდნენ, ხელებზე მშვენიერი კანი ჰქონდათ და ჭრილობები უკვალოდ უხორცდებოდათ. ამ ფაქტით დაინტერესებულმა ფერმერმა ლოკოკინის ლორწოს შესწავლა დაიწყო. კვლევები 15 წლის მანძილზე გრძელდებოდა. 1995 წელს კი პირველი სახის კრემი გამოვიდა ბაზარზე, რომელიც ლოკოკინის ლორწოსგან იყო დამზადებული.
ლოკოკინის ლორწო წყლისგან და რთული ცილისგან - მუცინისგან შედგება. ლოკოკინებს ორნაირი ლორწოს გამოყოფა შეუძლიათ.
პლანტაციაში მოგროვებულ ლოკოკინებში ხდება სეკრეციის სტიმულირება (ჰაერის მაღალი ტემპერატურის მეშვეობით, რაც არ აყენებს ზიანს მოლუსკებს). გამოყოფილი ლორწო წყლის დახმარებით გროვდება, შემდეგ იფილტრება და იწმინდება. ყველა ამ პროცედურის შემდეგ ლოკოკინები პლანტაციაში ბრუნდებიან გასამრავლებლად. მათ ეკოლოგიურად სუფთა პირობებში ამრავლებენ და კარგად კვებავენ.
ლოკოკინის კოსმეტიკა მხოლოდ სახეზე არ გამოიყენება. არსებობს ხელების და ტანის მოვლის პროდუქტებიც.
კრემი მცირე რაოდენობით, თხელ ფენად უნდა დაიტანოთ სახეზე. მას უნიკალური ტექსტურა აქვს. მოერიდეთ მის გამოყენებას ბაზის სახით, მაკიაჟის ქვეშ. საუკეთესოა, თუ მას ღამე, ძილის წინ წაისვამთ.
სასწაული გარანტირებულია, მაგრამ არა მაშინვე! ნებისმიერ კანის კრემს აქვს „დაგროვებითი“ ეფექტი. ის უნდა წაისვათ რეგულარულად და სწორად. როგორც წესი, შედეგს 2 თვეში დაინახავთ.
საქართველოში ცნობილი კორეული ბრენდი „მიზონი“ PSP-ს სააფთიაქო ქსელშია წარმოდგენილი. “მიზონის“ ყველა პროდუქტი ჰიპოალერგიული, უსაფრთხო და ეფექტურია. ის განკუთვნილია ნებისმიერი ასაკისა და ტიპის კანისათვის.
ყველაზე მოთხოვნადი „მიზონის“ ლოკოკინის ხაზია. კოსმეტიკა, რომელიც ლოკოკინის მუცინის ექსტრაქტზეა დამზადებული, კანს აახალგაზრდავებს და ტონუსს მატებს. ლოკოკინის მუცინი კანს ჯანმრთელ და ნათელ ფერს ანიჭებს და ნაოჭების წარმოქმნას აფერხებს. „მიზონის“ ასორტიმენტი კრემებს, ნაჭრის ნიღბებს, აკნეს სამკურნალო საშუალებებს, შრატებს, ტონიკებს, პლასტირებს, სკრაბებს, თვალის ფირფიტებს და დასაბან ქაფებს აერთიანებს.