რჩევები

როგორ გამოვიყენოთ სწორად ჰაილაითერი: წასმის სქემა

როგორ გამოვიყენოთ სწორად ჰაილაითერი: წასმის სქემა
ჰაილაითერი სახის კორექციისთვის კიმ კარდაშიანისგან შემოვიდა მოდაში. მისი ვიზაჟისტი აქტიურად იყენებს ამ კოსმეტიკურ პროდუქტს იმისათვის, რომ თავის ვარსკვლავურ მომხმარებელს შეუქმნას "ფოტოშოპის ეფექტი" და გამოკვეთოს ყვრიმალები. დღეს ჰაილაითერს სხვაგვარი გამოყენების წესიც გამოუძებნეს.
Макияж Ким Кардашьян с хайлайтером
ჰაილაითერი - დეკორატიული კოსმეტიკური საშუალებაა, რომელიც სახის სკულპტურის რელიეფის გამოკვეთას უწყობს ხელს. წარმატებული ვიზაჟისტების ქეისებში ყოველთვის მოიძებნება რამდენიმე ვარიანტი, ხოლო კოსმეტიკური ბრენდები ახალი ფორმულების გამოგონებაში არიან. როგორ წავისვათ სახეზე სწორად ჰაილაითერი?
Как наносить хайлайтер на лицо
ჰაილაითერი არსებობს მშრალი, საცხისებრი და თხევადი. მშრალი ტექსტურისთვის იყენებენ ფუმფულა ფუნჯს, ხოლო საცხისებრი
და თხევადი ფუნჯით ან თითით შეგიძლიათ წაისვათ. არსებობს მარკერის ფორმის ჰაილაითერი თავისივე ფუნჯით.
Image result for Как пользоваться хайлайтером для лица - пошаговая инструкция
ჰაილაითერი, როგორც წესი, უნდა დაიტანოთ სახის იმ ნაწილზე, რომლის გამოკვეთაც გსურთ. 1945 წელს "მაქს ფაქტორმა" წარადგინა სქემა, სადაც სახის გამოკვეთა ხდება შუქჩრდილების მეშვეობით. თანამედროვე ვიზაჟისტები ბრინჯაოსებრ სკულპტურულ საშუალებებს იყენებენ, ხოლო გასანათებლად - ჰაილაითერს.
Image result for Как пользоваться хайлайтером для лица - пошаговая инструкция
რომელი ზონის "ამონათებაა" საჭირო ჰაილაითერით?
Image result for Как пользоваться хайлайтером для лица - пошаговая инструкция

ყვრიმალები

  • ყველაზე პოპულარული საშუალება ჰაილაითერის გამოსაყენებლად. დაიტანეთ საშუალება ყვრიმალის ზედა წერტილზე და ფუნჯის მეშვეობით გაფანტეთ. ასე ყვრიმალები ბევრად მოცულობითი ჩანს, ხოლო სახე - უფრო გამოკვეთილი და რელიეფური.
Image result for Как пользоваться хайлайтером для лица - пошаговая инструкция

ცხვირი

  • ჰაილაითერით შესაძლებელია ცხვირის ფორმის კორექტირება. იმისათვის, რომ ცხვირის ზურგი ვიზუალურად უფრო სწორი გახადოთ, აუცილებელია წვრილად ჰაილაითერით დაიტანოთ ცხვირის წვერამდე. ხოლო ეფექტის გასაძლიერებლად შესაძლებელია გარშემო გაამუქოთ ბრონზერით ან ნატურალური შეფერილობის ჩრდილებით.
Image result for Как пользоваться хайлайтером для лица - пошаговая инструкция

წარბები

  • იმისათვის, რომ ვიზუალურად ასწიოთ წარბები, გამოკვეთეთ წარბის ფორმა, დაიტანეთ წარბის ქვეშ ჰაილაითერი და კარგად გაფანტეთ ფუნჯის მეშვეობით. ეს ხრიკი არ გამოიყენოთ, თუკი თვალის ქვეშ ძვლები საკმაოდ გამოკვეთილად გაქვთ.
Related image

თვალები

  • თუკი თვალები ერთმანეთისგან საკმაოდ ახლო მანძილით არის დაშორებული და გინდათ დააკორექტიროთ, დაიტანეთ თვალის შიდა კუთხეზე ჰაილაითერი. ასევე შეგიძლიათ მბზინავი ელფერი შემატოთ ჰაილაითერის თვალის ჩრდილებზე წასმით.
Image result for Как пользоваться хайлайтером для лица - пошаговая инструкция

ტუჩები

  • ჰაილაითერი ვიზუალურად შეგიძლიათ ტუჩების გასადიდებლად გამოიყენოთ. დაიტანეთ ზედა ტუჩის ჩაღრმავებულ ნაწილზე და კარგად გადაანაწილეთ ფუნჯით. თუკი წვრილი ქვედა ტუჩი გაქვთ, შეგიძლიათ ქვედა ტუჩზეც იმავე ხრიკს მიმართოთ.
Image result for Как пользоваться хайлайтером для лица - пошаговая инструкция

შუბლი და ნიკაპი

  • კლასიკური სქემის მიხედვით, ჰაილაითერი შუბლზეც და ნიკაპზე უნდა დაიტანოთ. ეს სახეს უფრო მეტად გათანაბრებულ და ბზინვარე ელფერს მატებს. განსაკუთრებით ლამაზად ჩანს მაკიაჟი ფოტოებში ბუნებრივი განათებისას. უარი თქვით შუბლსა და ნიკაპზე ჰაილაითერის გამოყენებაზე იმ შემთხვევაში, თუკი ცხიმიანი კანი გაქვთ.

Related image

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
e87a93