რჩევები

საუკეთესო ხრიკები თხელი თმის მქონე ადამიანებისთვის: როგორ მოვუაროთ სწორად?

საუკეთესო ხრიკები თხელი თმის მქონე ადამიანებისთვის: როგორ მოვუაროთ სწორად?
თხელი თმა გაქვს და არ იცი, როგორ მოუარო სწორად ისე, რომ მოცულობითი და ლამაზი იყოს, როგორც ცნობილ სახეებს აქვთ? "მარაოს" რედაქცია გიზიარებს რჩევებს, როგორ გახადო თმა ისეთი, რომ კომპლიმენტებს არ იშურებდნენ შენი მისამართით. დაიმახსოვრე!

როგორ გავიმშრალოთ თხელი თმა?
Image result for Лучшие лайфхаки для тонких волос: как сушить и укладывать пряди, чтобы был объем

  1. თუკი თხელი თმა გაქვს და გამოიყურება ძალიან უსიცოცხლოდ ყინულის ლოლუებივით - თმის საშრობით გამშრალება, ჩათვალე, რომ შენი გადარჩენის ტოლფასია. იცი, რატომ? დაბანის შემდეგ თმა სისველისგან მძიმდება და ძირს ეშვება, ამიტომ მოცულობას მარტივად კარგავს. თუმცა არ დაივიწყო თერმოდაცვის
    გამოყენება იმისათვის, რომ არ დაიწვა თმის ბოლოები.
  2. თმის გაშრობის წინ დაიტანე სპეციალური სპრეი და ლოსიონი, რომელიც თმის სიმკვრივესა და მოცულობისთვის არის განკუთვნილი. ისინი ნამდვილად ეფექტურია. შემცველობას დააკვირდი, რომ ეწეროს texture, grit, hold და thickness, თუმცა არ დაივიწყო, დიდი რაოდენობით გამოყენება არცთუ ისე კარგი იდეაა. შეარჩიე მსუბუქი ტექსტურის სპრეები.
  3. აკურატულად ჩამოივარცხნე გაშრობის დროს, ვინაიდან პროცესში მათ აბურდვა "ეხერხებათ". უმჯობესია, თავიდან თმის 80-90% გაიმშრალო და შემდეგ მიმართო ბრაშინგს. სხვათა შორის, ძირებიდან არ დაივარცხნო თმა, ასე მოცულობას შეინარჩუნებ.
  4. გაიმშრალე თმა ისე, რომ თმის საშრობი სავარცხლის ზემოდან იყოს და არა ქვედა მხრიდან - ეს ძირების მოცულობას განაპირობებს.
  5. შეეცადე, თმის საშრობი მაქსიმალური ტემპერატურითა და საშუალო სიჩქარით გამოიყენო, იმისათვის, რომ თმა ზედმეტად არ აფუვდეს.
  6. და, რა თქმა უნდა, არ დაივიწყო ძველი მეთოდი, თმის გაშრობისას თავი ძირს დახარე და ისე გაიმშრალე. ეს წესი უდავოდ ამართლებს.

Image result for Лучшие лайфхаки для тонких волос: как сушить и укладывать пряди, чтобы был объем

როგორი ვარცხნილობა შევარჩიოთ?
Image result for Лучшие лайфхаки для тонких волос: как сушить и укладывать пряди, чтобы был объем

  • ყველა გოგო იღლება გაშლილი თმის ტარებით. ამიტომ შეგიძლია შეიკრა თმა, გაიკეთო კუდი ან "კალათა", თუმცა თხელ თმაზე ეს რთულ დავალებას უდრის, ვინაიდან არასაკმარისი თმის რაოდენობა გაქვს და ისე ლამაზად აღარ გამოიყურება, როგორც სქელი თმის შემთხვევაში. სტილისტები გირჩევენ, ჯერ დაიხვიო, შემდეგ ხელით ჩამოივარცხნო, იმისათვის, რომ მოცულობითი გახადო და ასე ვიზუალურად უფრო სქელი თმის ეფექტს შეიქმნი.
Дженнифер Лоуренс
  • არ გიყვარს ხვეულები? არავინ გიშლის ხელს, დაიმაგრო თმის სამაგრებით მჭიდროდ. უბრალოდ, არ დაგავიწყდეს ზედა ფენის თმის გადაფარვა იმისათვის, რომ ვიზუალურად სწორი და ლამაზი ჩანდეს ვარცხნილობა.

Бритт Робертсон

Сиенна Миллер

  • სანაპიროს ხვეულები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ახლახან ზღვის ნაპირზე მორჩი სირბილს - იდეალური ვარიანტია მათთვის, ვისაც არ უყვარს თმის გაშრობა. იმისათვის, რომ ლამაზი ხვულები გამოგივიდეს, ჯერ დარწმუნდი, რომ თმა ბოლომდე მშრალია. შემდეგ სპრეის მეშვეობით დააფიქსირე. შეგიძლია გამოიყენო მშრალი შამპუნიც. არ დაგავიწყდეს ხვეულების ხელით დაშლა იმისათვის, რომ ვარცხნილობამ უფრო "მოუწესრიგებელი" იერი მიიღოს.

Эшли Бенсон

წყარო


ბეჭდვა
e87a93