რჩევები

5 სკრაბი ყველა ტიპის თავის კანისთვის სახლის პირობებში, მარტივად (რეცეპტები)

5 სკრაბი ყველა ტიპის თავის კანისთვის სახლის პირობებში, მარტივად (რეცეპტები)
თავის კანის მასაჟი სკრაბის მეშვეობით სისხლის მიმოქცევას დაგირეგულირებთ, აგრეთვე, კანს მკვდარ უჯრედებსა და ჭუჭყს მოაშორებს, რომელიც კანის ფორებს აბინძურებს. სულაც არ არის აუცილებელი ძვირად ღირებული საშუალებების შეძენა - მოამზადეთ სკრაბი თავის კანისთვის სახლის პირობებში, ჩვენ კი საუკეთესო რეცეპტებს გაგიზიარებთ.
Related image
თავის კანზე ბევრად მეტი თმის ფოლეკულაა, ვიდრე სახის კანზე. შესაბამისად, ამიტომ თავზე ბევრად მეტი მკვდარი უჯრედი და ცხიმი გროვდება. სკრაბის მეშვეობით ეს დაბინძურებული ზედაპირი სუფთავდება. როგორ მოვახერხოთ ჩვენი ბიუჯეტის ეკონომია და როგორ მოვუაროთ თავის კანს, ამას
„მარაოს" დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ.
Related image

რეცეპტი #1. ლიმონის გამწმენდი სკრაბი თავის კანისთვის

ასეთი მეთოდი ეფექტურია მშრალი და უსიცოცხლო თმებისთვის. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1-2 კოვზი ლიმონის წვენი, 2 სუფრის კოვზი მარილი და წვეთი ზეითუნის ზეთი.
Image result for 5 лучших домашних скрабов: делаем скраб для кожи головы в домашних условиях

როგორ მოვამზადოთ:

  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში, ერთგვარი მასის მიღებამდე.
  2. სკრაბი დაიტანეთ მასაჟის მოძრაობით თავის კანის ზედაპირზე, გაიჩერეთ 10 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნის მეშვეობით.
Related image

რეცეპტი #2. მარილის სკრაბი თავის კანისთვის

მარილის სკრაბი ყველაზე გავრცელებული მეთოდია თავის კანის მოსავლელად. მის დასამზადებლად დაგჭირდებათ 2 სუფრის კოვზი მარილი და იგივე რაოდენობის ზეთისხილი.
Image result for 5 лучших домашних скрабов: делаем скраб для кожи головы в домашних условиях

როგორ მოვამზადოთ:

  1. შეურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში, ერთგვარი მასის მიღებამდე.
  2. შემდეგ დაიტანეთ სველ თმაზე და გაიჩერეთ 2-3 წუთით.
  3. ჩამოიბანეთ თბილი წყლისა და შამპუნის მეშვეობით.
Image result for 5 лучших домашних скрабов: делаем скраб для кожи головы в домашних условиях

რეცეპტი #3. ქაცვის სკრაბი თავის კანისთვის

ვიტამინებით სავსე სკრაბი ქაცვისგან, C ვიტამინისა და აბუსალათინის ზეთისგან ნებისმიერი ტიპის თმას უხდება. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და განაპირობებს თმის ზრდას. დაგჭირდებათ 2 სუფრის კოვზი შაქარი, 3 სუფრის კოვზი შამპუნი, 3 სუფრის კოვზი ფორთოხლის ახლად დაწურული წვენი და ცოტაოდენი ქერქი, სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი და 2 სუფრის კოვზი ქაცვი.
Image result for 5 лучших домашних скрабов: делаем скраб для кожи головы в домашних условиях

როგორ მოვამზადოთ:

  1. ფორთოხლის ქერქი წვრილად დააქუცმაცეთ დანის ან ბლენდერის მეშვეობით.
  2. შეურიეთ ყველა პროდუქტი ერთგვარი მასის მიღებამდე და დაიტანეთ თავის კანზე.
  3. დაელოდეთ, სანამ შაქარი არ დადნება, შემდეგ დაიწყეთ თავის მასაჟი 3 წუთის განმავლობაში.
  4. ჩამოიბანეთ გრილი წყლითა და შამპუნით.
Домашний скраб из поваренной соли — самый популярный рецепт скраба для кожи головы.

რეცეპტი #4. სკრაბი ცხიმიანი თავის კანისთვის ასპირინისგან

ასპირინი მსუბუქად აშრობს ცხიმიან კანს, სალიცილის მჟავის მეშვეობით მის შემცველობაში. გამოყენების შემდეგ თმის ცხიმიანობა საგრძნობლად შემცირდება. დაგჭირდებათ 8-9 აბი ასპირინი და 4 სუფრის კოვზი თბილი წყალი.
Image result for 5 лучших домашних скрабов: делаем скраб для кожи головы в домашних условиях

როგორ მოვამზადოთ:

  1. ჯამში დაფხვენით ასპირინი.
  2. დაასხით 4 სუფრის კოვზი თბილი წყალი და გახსენით ასპირინი მასში ერთგვარი მასის მიღებამდე.
  3. აიღეთ კბილის ჯაგრისი და დაიტანეთ თავის კანზე.
  4. ბოლოს ჩამოიბანეთ თბილი წყლისა და შამპუნის მეშვეობით.
Image result for 5 лучших домашних скрабов: делаем скраб для кожи головы в домашних условиях

რეცეპტი #5. ლავანდის სკრაბი თავის კანისთვის ქერტლისგან დასაცავად

სკრაბი არა მარტო ებრძვის ქერტლს, არამედ უმკლავდება ცხიმიან კანსაც. დაგჭირდებათ 2 სუფრის კოვზი საჭმელი მარილი, 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, 2 სუფრის კოვზი ლავანდის ზეთი, 2 სუფრის კოვზი მრავალძარღვას ნახარში და დაახლოებით 300-400 მლ წყალი.
Image result for 5 лучших домашних скрабов: делаем скраб для кожи головы в домашних условиях

როგორ მოვამზადოთ:

  1. დასაწყისისთვის მოვამზადოთ მრავალძარღვას ნახარში. იყიდეთ აფთიაქში მრავალძარღვა, დაასხით მდუღარე წყალი და 20-30 წუთში მზად იქნება ნახარში.
  2. მარილი შეურიეთ ლიმონის წვენს ლავანდის ზეთთან ერთად. მიღებული მასა დაიტანეთ სველ თავის კანზე.
  3. შეიზილეთ და გაიჩერეთ 4-10 წუთით.
  4. ჩამოიბანეთ შამპუნის მეშვეობით, შემდეგ კი - მრავალძარღვას ნახარშით.
Related image
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93