კოსმეტიკური ინდუსტრია საკმაოდ სწრაფი ტემპით მიაბიჯებს წინ და ისე გვგონია, რომ დაბალმოლეკულური ექსტრაქტების და მიკროკაფსულების აქტიური კომპონენტების მეშვეობით ლოსიონებში, საცხებში მთლიანად შევძლებთ დავივიწყოთ კანზე დროის მოქმედება. ეს ასე არ არის!
ინოვაციური კანის მოვლის საშუალებები დღითი დღე მრავლდება, ხოლო ქალბატონები კვლავ განაგრძობენ იმ საინტერესო და სასარგებლო რჩევების ძიებას, რაც დიდი ბებიებისგან შემორჩათ. ეს იმიტომ, რომ მართლა ეფექტურია მათი ნაცადი მეთოდები!
"მარაოს" რედაქციამ მოიძია უძველესი, მაგრამ უდავოდ გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი. ცნობილია, რომ ანა ბოლეინი, ინგლისის დედოფლის, ელიზაბეტ I-ის დედა, იყენებდა კანის მოსავლელად ამ ნიღაბს, იმისათვის, რომ კანს სიმდგრადე და სიჯანსაღე შეენარჩუნებინა.
კანის მოვლა სახლის პირობებში
ამ საშუალებას რომ ნიღაბი ვუწოდოთ, მთლად გამართლებული არ არის, ვინაიდან ის შედგება 4 ეტაპისგან. პროცედურის ჩატარება სასურველია ღამით. ძილის დროს კანი ინტენსიურად განახლებასა და აღდგენას განიცდის. დილით კი ეფექტი გარანტირებულია!
- პირველ ჭიქაში მოათავსეთ 2 სუფრის კოვზი დაფქული შვრია და 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი. საგულდაგულოდ მოურიეთ.
- მეორე ჭიქაში გახეხეთ 1 საშუალო ზომის ვაშლი კანის გარეშე. დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი და ოდნავ თხევადი თაფლი.
- მესამე ჭიქაში დაასხით 100 მლ კეფირი, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ზღვის მარილი, მოურიეთ.
- მეოთხე ჭიქაში დააყენეთ მუქი გვირილის ჩაი.
სილამაზის ღამის რიტუალი
- პირველი ჭიქის შემცველობა დაიტანეთ სუფთა კანზე, კისერზე და დეკოლტეს ზონაზე. მასაჟის ნელი მოძრაობით გაიჩერეთ ნიღაბი კანზე 5 წუთს.
- შვრიის მასა არ ჩამოიბანოთ და მეორე ჭიქის შემცველობა დაიტანეთ სახეზე. კიდევ ერთხელ მასაჟის მოძრაობით დაიმუშავეთ სახის და კისრის მიდამო და გაიჩერეთ 5-7 წუთით.
- ბამბის დისკის მეშვეობით მესამე ჭიქის შემცველობაში არსებული მასა გაჟღინთეთ და შემდეგ ღრუბლის საშუალებით მოიშორეთ ნიღაბი. კიდევ ერთხელ გადაიტარეთ კეფირიანი და მარილიანი ბამბის დისკი.
- კეფირის ნარჩენები ჩამოიბანეთ გვირილის ჩაის მეშვეობით. კანი გაისუფთავეთ მშრალი ხელსახოცის მეშვეობით.
- პროცედურის შემდეგ კანი ხდება ხავერდოვანი, დატენიანებული და გაჯანსაღებული. სახის კანის ფერიც უმჯობესდება, ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი ხდება. პროცედურა ჩაიტარეთ კვირაში 2-ჯერ, 2 თვის განმავლობაში.
შედეგი გაგვიზიარეთ!
წყარო