"მარაო" გიზიარებთ მარტივ სქემას, თუ როგორ ავირიდოთ თავიდან გაღვიძებისას, სარკეში ჩახედვისთანავე თვალის ქვეშ არსებული შავი რგოლები.
შავი რგოლები ერთხელ მაინც ყველა გოგოს "ახარებს" სახეზე გამოჩენით. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცოტა ხანს გვძინავს. საუბარს იმის თაობაზე რომ უნდა გეძინოთ 8 საათი, ნამდვილად არ ვაპირებთ, რადგან ეს თქვენც მშვენივრად იცით, მაგრამ თუკი დილას მოულოდნელად სახეზე გვეწვია არასასურველი სტუმარი შავი რგოლების სახით, გადავწყვიტეთ, გაგიზიაროთ ჰოლივუდელი ლამაზმანების ვიზაჟისტის, გიტა ბასის რჩევები, რომელიც ჯულიანა მურით დაწყებული, ლორი დერნით დასრულებული, ზრუნავს მათ სილამაზეზე.
გამოიყენეთ პატჩები
- "გამოიყენეთ აღმდგენი და დამატენიანებელი პატჩები მაკიაჟის გაკეთებამდე 15 წუთით ადრე. მათი საშუალებით შეიქმნით ეფექტს, თითქოს კარგად გამოიძინეთ" - აღნიშნავს ვიზაჟისტი.
არ დაივიწყოთ თვალის წვეთები
- როგორც ბასი ამბობს, თვალის წვეთები - ეს არის ძილი ფლაკონში. ის ამშვიდებს, ატენიანებს თვალს და ხსნის სიწითლესა და შეშუპებას. მე პირადად ძალიან კარგად ვიყენებ თვალის წვეთებს, ხოლო იმისათვის, რომ უფრო ნათელი თვალი გამომიჩნდეს, საცრემლე ჯირკვალზე ღია ფერის ფანქარს ვიტარებ".
ამოინათეთ თვალის ქვეშ მიდამო
- თუკი სახეზე მაკიაჟისას მოგვწონს რომელიმე ნაკვთის ჩამუქება, თვალის ქვეშ არსებული მიდამო აუცილებლად უნდა ამოინათოთ. ღია ფერის ჰაილაითერი, კონსილერი მოყვითალო ან მოფორთოხლისფრო ტონალობით ჩაშავებულ თვალის უპეებს მშვენივრად ფარავს, მაგრამ არსებობს გამონაკლისი - თუკი თვალის ქვეშ არსებული რგოლები საკმაოდ მუქია, ვიყენებ კორექტორს ატმისფერი ტონალობით და ზემოდან ტონალური საცხით ვფარავ", - ჰყვება ბასი.
გამოიყენეთ საცხისებრი კონსილერი
- "უპირატესობას ვანიჭებ მსუბუქ საცხისებრ კონსილერს, რომელიც კარგად ფარავს ნაოჭებსაც და არ გროვდება. თუკი კონსილერი საკმაოდ მყარი და მდგრადი ტექსტურისაა, მისი კანზე სწორად გადანაწილება გაგიჭირდებათ და შედეგად ხაზს გაუსვამთ უფრო მეტად ჩაშავებულ წრეებს თვალის ქვეშ.
დაიტანეთ კონსილერი სწორად
- გიტა ბასი კონსილერს იყენებს უსახელო თითის მეშვეობით. მსუბუქი დაწოლით თვალის ქვეშ არსებულ ზონაზე თანაბრად, წერტილოვნად გადაანაწილეთ. ამის შემდგომ ვიზაჟისტი ფუნჯის ან ბიუთი-ბლენდერის მეშვეობით ანაწილებს თვალის გარშემო, იმისათვის, რომ სახეზე არსებული უსწორმასწორო ზედაპირი გაათანაბროს და გლუვი გახადოს.
დააფიქსირეთ პუდრის მეშვეობით
- კონსილერის შემდეგ არ დაგავიწყდეთ პუდრის მეშვეობით დაფიქსირება. "მე ვიყენებ ღია ფერის პუდრს, რომელიც კონსილერს საკმაოდ ლამაზად აფიქსირებს, არ აძლევს საშუალებას, დაგროვდეს თვალის მიდამოში და ეხმარება თვალს უფრო მეტი სიკაშკაშის მინიჭებაში" - აღნიშნავს ვიზაჟისტი.
წყარო