აი, რატომ გვცვივა თმა - 4 ეფექტური მეთოდი პროცესის შესაჩერებლად - Marao

აი, რატომ გვცვივა თმა - 4 ეფექტური მეთოდი პროცესის შესაჩერებლად

2019-10-25 02:01:53+04:00


თმის ცვენის პრობლემით დღეს არაერთი ადამიანი იტანჯება. თავდაპირველად გაარკვიეთ, რამდენად კარგად უვლიდით თმას.

რა მოვიმოქმედოთ მაშინ, როდესაც თმის ცვენა გვტანჯავს?

- პირველ რიგში, უარი თქვით თმის მჭიდროდ შეკვრაზე, რომ თმა კანზე მეტისმეტად გადატკეცილი არ გქონდეთ.

არ გამოიყენოთ ხშირად თმის სახვევი და გასასწორებელი. განსაკუთრებით ისეთი, რომელიც მაღალ გრადუსზე ცხელდება.

ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც თმა ხშირად გცვივათ.

მაღალი ტემპერატურა თმას საგრძნობლად აზიანებს

  • უმჯობესი იქნება, რომ თმის საშრობზეც უარი თქვათ.
  • გარკვეული პერიოდით ეცადეთ, რომ თმა აღარ შეიღებოთ და არც გაიღიავოთ.
  • ესეც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რაც პრობლემას წარმოქმნის.
  • საღებავი თმის ძირებში ღრმად შეიზილება და თითოეულ თმის ღერს ძირიანად შეიძლება აზიანებდეს.
  • ამიტომ მის ნაცვლად, ეცადეთ, რომ გამოიყენოთ შამპუნი, რომელიც თმის ფერს ცვლის.
  • ასევე არის კიდევ ის ვარიანტიც, რომ ხნა გამოიყენოთ, რაც თმას შედარებით ნაკლებ ზიანს მიაყენებს.

რა ემართება თმას?

(შეცვალეთ შამპუნი)

  • თუ თმის რამდენიმე ღერზეა საუბარი, მაშინ ნუ შეგეშინდებათ, რადგან შეიძლება ამის მიზეზი შამპუნი იყოს.
  • შესაძლოა ახალ შამპუნს იყენებდით, რომელიც არ მოგიხდათ.
  • შამპუნის დანიშნულება არის ის, რომ თმა ზედმეტი ცხიმისა და ჭუჭყისგან გაასუფთაოს.
  • იაფფასიანი შამპუნები ზოგჯერ სასარგებლოც კი არის. თუმცა, თუ სწორად არ შევარჩიეთ, შეიძლება პირიქით, თმა უარესად დავიზიანოთ.
  • კარგად შეისწავლეთ მათი შემადგენლობა. ინგრედიენტების უმეტესი ნაწილი ნატურალური უნდა იყოს და ამავდროულად, უსაფრთხო.
  • იმისთვის, რომ თმას ჯანმრთელი იერი ჰქონდეს, გამოიყენეთ შამპუნი სულფატის გარეშე.

შეცვალეთ კვების რეჟიმი

  • როცა თმა ინტენსიურად გცვივათ, შეცვალეთ კვების რაციონი. ეს აუცილებელი წინაპირობაა.
  • მიიღეთ რძე, კვერცხი, თევზი.
  • თქვენი პრობლემა შეიძლება, რომ ომეგა 3-ის მეშვეობითაც გადაიჭრას. ხშირად მიიღეთ სკუმბრია და ხიზილალა.
  • აქვე გირჩევთ, რომ თუ თმის ცვენა მეტისმეტად გაგიხშირდათ, ექიმს აუცილებლად მიაკითხოთ.
  • მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია იმის დადგენა, თუ რა არის თმის ცვენის მთავარი გამომწვევი მიზეზი და რა ცვლილებებია ორგანიზმში.
  • სპეციალისტი ვიტამინებს და დანამატებს დაგინიშნავთ.
  • ამბობენ, რომ თმის ცვენა ზოგჯერ კონკრეტული დაავადების ერთ-ერთი სიმპტომიც შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
  • პ.ს. თმის ზრდისთვის კარგია თავის მასაჟების გაკეთებაც, რაც სისხლის მიმოქცევასაც ააქტიურებს.