თმის ცვენის პრობლემით დღეს არაერთი ადამიანი იტანჯება. თავდაპირველად გაარკვიეთ, რამდენად კარგად უვლიდით თმას.
რა მოვიმოქმედოთ მაშინ, როდესაც თმის ცვენა გვტანჯავს?
- პირველ რიგში, უარი თქვით თმის მჭიდროდ შეკვრაზე, რომ თმა კანზე მეტისმეტად გადატკეცილი არ გქონდეთ.
არ გამოიყენოთ ხშირად თმის სახვევი და გასასწორებელი. განსაკუთრებით ისეთი, რომელიც მაღალ გრადუსზე ცხელდება.
ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც თმა ხშირად გცვივათ.
მაღალი ტემპერატურა თმას საგრძნობლად აზიანებს
- უმჯობესი იქნება, რომ თმის საშრობზეც უარი თქვათ.
- გარკვეული პერიოდით ეცადეთ, რომ თმა აღარ შეიღებოთ და არც გაიღიავოთ.
- ესეც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რაც პრობლემას წარმოქმნის.
- საღებავი თმის ძირებში ღრმად შეიზილება და თითოეულ თმის ღერს ძირიანად შეიძლება აზიანებდეს.
- ამიტომ მის ნაცვლად, ეცადეთ, რომ გამოიყენოთ შამპუნი, რომელიც თმის ფერს ცვლის.
- ასევე არის კიდევ ის ვარიანტიც, რომ ხნა გამოიყენოთ, რაც თმას შედარებით ნაკლებ ზიანს მიაყენებს.
რა ემართება თმას?
(შეცვალეთ შამპუნი)
- თუ თმის რამდენიმე ღერზეა საუბარი, მაშინ ნუ შეგეშინდებათ, რადგან შეიძლება ამის მიზეზი შამპუნი იყოს.
- შესაძლოა ახალ შამპუნს იყენებდით, რომელიც არ მოგიხდათ.
- შამპუნის დანიშნულება არის ის, რომ თმა ზედმეტი ცხიმისა და ჭუჭყისგან გაასუფთაოს.
- იაფფასიანი შამპუნები ზოგჯერ სასარგებლოც კი არის. თუმცა, თუ სწორად არ შევარჩიეთ, შეიძლება პირიქით, თმა უარესად დავიზიანოთ.
- კარგად შეისწავლეთ მათი შემადგენლობა. ინგრედიენტების უმეტესი ნაწილი ნატურალური უნდა იყოს და ამავდროულად, უსაფრთხო.
- იმისთვის, რომ თმას ჯანმრთელი იერი ჰქონდეს, გამოიყენეთ შამპუნი სულფატის გარეშე.
შეცვალეთ კვების რეჟიმი
- როცა თმა ინტენსიურად გცვივათ, შეცვალეთ კვების რაციონი. ეს აუცილებელი წინაპირობაა.
- მიიღეთ რძე, კვერცხი, თევზი.
- თქვენი პრობლემა შეიძლება, რომ ომეგა 3-ის მეშვეობითაც გადაიჭრას. ხშირად მიიღეთ სკუმბრია და ხიზილალა.
- აქვე გირჩევთ, რომ თუ თმის ცვენა მეტისმეტად გაგიხშირდათ, ექიმს აუცილებლად მიაკითხოთ.
- მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია იმის დადგენა, თუ რა არის თმის ცვენის მთავარი გამომწვევი მიზეზი და რა ცვლილებებია ორგანიზმში.
- სპეციალისტი ვიტამინებს და დანამატებს დაგინიშნავთ.
- ამბობენ, რომ თმის ცვენა ზოგჯერ კონკრეტული დაავადების ერთ-ერთი სიმპტომიც შეიძლება აღმოჩნდეს. ამიტომ სიფრთხილეს თავი არ სტკივა.
- პ.ს. თმის ზრდისთვის კარგია თავის მასაჟების გაკეთებაც, რაც სისხლის მიმოქცევასაც ააქტიურებს.