ყოველთვის დაიტენიანეთ ტუჩები - თუ ტუჩები მოუვლელია, დაგვერწმუნეთ, თქვენს თეთრ კბილებს ვეღარავინ შენიშნავს. მოუვლელ ტუჩებზე თუ ტუჩსაცხს წაისვამთ, არც ის გამოჩნდება ლამაზად. ამიტომაც, აუცილებელია ტუჩების ექსფოლიაცია. ამისთვის შეგიძლიათ კბილის ჯაგრისიც გამოიყენოთ. ექსფოლიციის შედეგად, ტუჩს მკვდარი უჯრედები მოშორდება. ამის შემდეგ წაისვით სპეციალური დამატენიანებელი ბალზამი.
თავი აარიდეთ ისეთი ტუჩსაცხის გამოყენებას, რომელიც ვერცხლისფერი ან ოქროსფერია - ასეთი ფერის ტუჩსაცხები კბილებს ისე აჩენს, თითქოს ყვითელია, მაშინ, როცა შესაძლოა ეს ასე არ არის. შეგიძლიათ გამოიყენოთ ტუჩსაცხი ოქროსფერი ან ვერცხლისფერი მრბწყინავი დანამატებით. ამ შემთხვევაში, თქვენი კბილები უფრო თეთრი გამოჩნდება.
გირჩევთ გამოიყენოთ მუქი ფერის, მათ შორის, ქლიავისფერი ტუჩსაცხი - მუქი ფერის ტუჩსაცხი კბილების სითეთრეს უსვამს ხაზს.
გამოიყენეთ კონტური - ასე ტუჩები უფრო სავსე გამოჩნდება. სპეციალისტების თქმით, გარდა იმისა, რომ კონტური ტუჩებს მოცულობას შემატებს. ასევე, შეიქმნება იმის ილუზია, რომ კბილები უფრო თეთრია.
გამოიყენეთ ე.წ. გლოსი - ამით თქვენი ტუჩები ყურადღებას მიიპყრობს, ხოლო კბილები უფრო თეთრი გამოჩნდება. ”გლოსის” გამოყენება ქმნის ილუზიას იმისას, რომ თქვენი ღიმილი ქათქათაა.
გირჩევთ, არ გამოიყენოთ გლუვი ტუჩსაცხი - ის ქმნის ილუზიას, რომ ტუჩი გამომშრალია, ტუჩს აკლებს ბზინვარებას და ეს საერთო ვიზუალზეც უარყოფითად აისახება.
თუ არ მოგწონთ წითელი ფერი, სცადეთ მუქი ვარდისფერი ტუჩსაცხი - ასეთი ფერიც თქვენი კბილების სითეთრეს უსვამს ხაზს, ხოლო ვიზუალს უფრო ქალურ ელფერს სძენს.
ნუ გამოიყენებთ ძალიან ღია, ნათელ ფერებს - ასეთი ფერები თქვენი კბილების სითეთრეს ჩრდილს აყენებს.
თუ მუქი ფერის კანი გაქვთ, გირჩევთ, მუქი შინდისფერი ტუჩსაცხი გამოიყენოთ.
მას შემდეგ, რაც ტუჩსაცხს წაისვამთ, წაისვით მასზე ძალიან თხელ ფენად ღია ვარდისფერი ან ვერცხლისფერი საცხი - თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ძალიან მცირე რაოდენობის უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხევვაში, საპირისპირო შედეგს მიიღებთ და კბილები თეთრის ნაცვლად მოყვითალო შეფერილობის გამოჩნდება.