რჩევები

რეჰანი გამონაყარის წინააღმდეგ და ნუშის პილინგი სახის კანისთვის (რეცეპტები)

რეჰანი გამონაყარის წინააღმდეგ და ნუშის პილინგი სახის კანისთვის (რეცეპტები)
ლამაზი აღნაგობის ძიებაში, მივეჩვიეთ ყველა სასარგებლო პროდუქტის ჭამას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზოგიერთი პროდუქტი თავის მოვლისათვის იდეალურ საშუალებას წარმოადგენს. მაგალითად: ზეითუნის ზეთი, ნაზი იოგურტი, ვიტამინებით სავსე ხილი და არომატული მწვანილი - ასეთი რაციონით კანი და თმა განსაკუთრებით ლამაზი ხდება. სხვათა შორის, ლეგენდის თანახმად, აფროდიტა სწორედ თავისა და კანის მოვლაში ხარჯავდა ყველაზე დიდ დროს.
Image result for Натурпродукт: базилик против прыщей и миндальный пилинг своими руками
მარაო“ გიზიარებთ რეჰანისა და ნუშის ეფექტურად გამოყენების რეცეპტებს.
Image result for Натурпродукт: базилик против прыщей и миндальный пилинг своими руками

რეჰანი

  • ეთერზეთი არეგულირებს ცხიმოვან ჯირკვლებს, კეტავს ფორებს და აძლიერებს სისხლძარღვების კედლებს. თუკი თქვენი კანი
    ცხიმიანობისკენ არის მიდრეკილი ან ხშირად უჩივით გაფართოებულ ფორებს, რეჰანი სულ მუდამ ხელთ უნდა იქონიოთ.

Image result for Базилик

ნიღაბი პრობლემური კანისთვის

  • რეჰანის ნიღაბი საუკეთესო საშუალებაა ანთების წინააღმდეგ. მწიკვი რეჰანი შეურიეთ ერთ წვეთ ჩაის ხის ზეთს, დაიტანეთ ანთებით კერაზე და დააფიქსირეთ პლასტირის მეშვეობით. დაიტოვეთ სახეზე 1 საათით, შემდგომ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ნუში

  • ყველაზე ხშირად ნუშის ხის ნაყოფს იყენებენ კოსმეტიკურ საშუალებებში კარაქის სახით. მის შემადგენლობაში 20% ცილაა, რომელიც იდენტური აგებულებისაა, კანის კოლაგენის მსგავსად. რა თქმა უნდა, ამ ნივთიერებების მოლეკულები საკმაოდ მსხვილია. ამიტომ ისინი მხოლოდ ზედაპირზე მოქმედებს. საბოლოო ჯამში კი, კანი ბევრად რბილი და ნაზი ხდება, ხოლო ფერი კი თანაბრდება.

კანის გამწმენდი ნუშის პილინგი

  • ნუშის პილინგის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი, 2 სუფრის კოვზი დაკეპილი ნუში, 1 სუფრის კოვზი თეთრი თიხა, 2 სუფრის კოვზი ალოეს გული და წვენი ან ახალი კიტრი, 3 სუფრის კოვზი წყალი, რამდენიმე წვეთი ეთერზეთი. თიხისა და ნუშის ნარევს დაასხით წყალი, შეათბეთ 70 გრადუსამდე, დაუმატეთ ალოეს ან კიტრის წვენი და ნუშის ზეთი. შეურიეთ ყველა კომპონენტი ერთმანეთს. დაელოდეთ გაბლანტებამდე. დაუმატეთ 2-3 კოვზი ეთერზეთი. გამოიყენეთ პილინგი 7-10 დღეში ერთხელ.

Image result for Очищающий миндальный пилинг

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
e87a93