ყურძნის სასარგებლო თვისებებზე არაერთ სტატიაში გვისაუბრია, თუმცა ის არა მხოლოდ საჭმელად გამოიყენება, არამედ ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს კოსმეტიკურ საშუალებებში. ის თავისი უნიკალური თვისებებით კანს ახალგაზრდულ იერს დიდხანს უნარჩუნებს. წითელი ყურძნის ნიღბებს კოსმეტოლოგები კანის გაახალგაზრდავებისთვის გვირჩევენ, ხოლო მწვანე მშვენივრად ებრძვის ფერიმჭამელებს, ცხიმიან და ფორებიან კანს. სურვილისამებრ, ნიღბის მომზადებისას შეგიძლიათ აურიოთ ორივე ჯიშის ყურძენი.
"მარაო" გიზიარებთ ამ ჯადოსნური ხილის ნიღბის რეცეპტებს.
ინგრედიენტები:
- 3 სუფრის კოვზი კანგაცლილი ყურძნის ფაფა
- 1 ჩაის კოვზი თაფლი
- 2 ჩაის კოვზი ხაჭო
საგულდაგულოდ აურიეთ ერთმანეთში. მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე 15-20 წუთით. შემდეგ მოიშორეთ ხელსახოცის მეშვეობით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. არ დაგავიწყდეთ დამატენიანებელი საცხი.
ყურძნის გამწმენდი ლოსიონი ყველა ტიპის კანისთვის
ინგრედიენტები: - 2-3 მტევანი მწიფე ყურძენი
გამოწურეთ ყურძნის წვენი. მიღებული მასა დაიტანეთ სახეზე. მოარიდეთ თვალის უპეებს. გაიჩერეთ 10 წუთით, შემდგომ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი.
ყურძნის და გვირილის ჩაი ყველა ტიპის კანისთვის
ინგრედიენტები: - 5 მტევანი ყურძენი
- 2 ს/კ გვირილის ნაყენი
- 2 ს/კ სიმინდის ფქვილი
შეურიეთ გვირილის ნაყენი და სიმინდის ფქვილი ერთმანეთში, ბლანტი მასის მიღებამდე. შემდეგ ამ ნაზავს დაუმატეთ ყურძნის წვენი. მიღებული მასა შეიზილეთ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი.