რეალითი-შოუს ვარსკვლავი, ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი ბლოგერი, ეპატაჟური კიმ კარდაშიან-ვესტი მუდამ ყურადღების ცენტრშია თავისი ფორმებით და ჩაცმულობის სტილით, თუმცა ეს მას საერთოდ არ უქმნის დისკომფორტს და მეტიც, ცდილობს, რაც შეიძლება ბევრი ადამიანის ყურადღების ქვეშ მოექცეს.
ამჯერად კიმმა გადაწყვიტა მოდურ ჟურნალ Vogue-სთვის საღამოს მაკიაჟის ვიდეორგოლის ჩაწერა, რომელიც თავის გამომწერებს პერსონალურ გვერდზეც გაუზიარა.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჰეითერების მიუხედავად, კიმმა მაინც მოახერხა და მოდის სამყაროში თავისი წვლილი შეიტანა სხეულის ფორმებში სტანდარტების ცვლილებით.