ამ სტატიაში მოგიყვებით, რას ნიშნავს პიროფორეზის მეთოდით თმის შეჭრა, როგორ ტარდება ეს პროცედურა და რა პლუსები თუ მინუსები აქვს.
ისე გამოდის, რომ თმის სრულყოფისთვის გადატანითი მნიშვნელობით ცეცხლსა და წყალში გავლა მოგვიწევს.
ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი საშიშად გამოიყურება, მაგრამ ამის მიუხედავად, ამ მეთოდით თმის შეჭრა ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.
დღეს სილამაზის ინდუსტრია თმის შეჭრის უამრავ მეთოდს გვთავაზობს.
- პიროფორეზი, ანუ თმის შეჭრა ცეცხლით - ის ტექნიკაა, რომელსაც ევროპელი სპეციალისტები უკვე რა ხანია იყენებენ. ჩვენი სალონებისთვის ეს შედარებით ახალი ხილია.
თმის შეჭრის ტექნიკა - პიროფორეზი ხორციელდება სველ თმაზე, რომელზეც სპეციალურ კოსმეტიკურ, სამკურნალო საშუალებებს დაიტანენ, რაც მთლიანად გამორიცხავს თმის დაწვას ან დაზიანებას.
ამ ყველაფრისგან განსხვავებით, "ცხელი მაკრატლით" თმის შეჭრა აზიანებს.
პიროფორეზის მეთოდით თმის შეჭრა შემდეგ ნაბიჯებს გულისხმობს:
- სპეციალისტი ასუფთავებს თმას და თავზე მასაჟს გიკეთებთ, რათა სისხლის მიმოქცევის სტიმულირება მოახდინოს.
- შემდეგ იყენებს თმის ნიღაბს, რომელიც ძლიერი დამატენიანებელი ეფექტით გამოირჩევა.
- როგორც წესი, მის შემადგენლობაში შედის ბუნებრივი ექსტრაქტები: ცილები და ზეთები.
- იწყება თმის ზედაპირზე ცეცხლის მოტარება.
- ასველებენ ბამბას, ალს თმის მთელ სიგრძეზე ჩამოატარებენ და ბოლოს თმას ხელახლა დაატენიანებენ.
პიროფორეზის დადებითი და უარყოფითი მხარეები:
უპირატესობები:
- აუმჯობესებს თმის ზრდას. ამ პროცედურის შემდეგ თქვენი თმა იმაზე სწრაფად გაიზრდება, ვიდრე მანამდე.
- იდეალურია გაყოფილი ბოლოების გასაქრობად, რაც დღეს სერიოზული პრობლემაა.
- აშორებს თმას დაელექტროების საფრთხეს.
- უსაფრთხოა ალერგიული ადამიანებისთვის.
უარყოფითი:
- მსგავსი მეთოდით თმის შეჭრის სპეციალისტები ყველა სალონში სულაც არ ჰყავთ.
- სრულყოფილი ეფექტი ვლინდება პროცედურის რამდენჯერმე ჩატარების შემდეგ.
- ცხადია, მომსახურების ღირებულება თმის ჩვეულებრივ შეჭრაზე მაღალია.
უნდა აღინიშნოს, რომ თმის შეჭრის ეს მეთოდი საკმაოდ პერსპექტიულია. ექსპერტები თვალს ადევნებენ ამ პროცედურის შემდეგ არსებულ შედეგებს და აღნიშნავენ, რომ თმა უფრო ძლიერი, ნაკლებცხიმიანი, ელასტიკური ხდება.
გარდა ამისა, უფრო სუფთა შესახედაობაც აქვს. პირველი პროცედურის შედეგი 3 თვემდეა.
ნუ უგულებელყოფთ ამის შემდეგ სახლში თმის მოვლის პროცედურებს და ეცადეთ, რომ თმა მკვებავი ნიღბებით და ზეთებით დაიტენიანოთ.