შესაძლოა, ამ ადამიანის შესახებ უკვე გსმენიათ, რადგან ის ძალიან ცნობილია და თავისი საქმის პროფესიონალია.
თუმცა გადავწყვიტე, ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი "მეიქაფ არტისტის", მარიო დედივანოვიჩის 5 ყველაზე პოპულარული ვიდეო შემომეთავაზებინა, სადაც გვაჩვენებს, თუ როგორ აკეთებს მაკიაჟს. მანამდე კი მასზე ცოტაოდენ ინფორმაციას მოგაწვდით.
ის ნიუ-იორკში მოღვაწეობს და თანამშრომლობს ისეთ ქალბატონებთან, როგორებიც არიან: კიმ კარდაშიანი, ლუსი ლიუ, ლუსი ჰეილი და სხვები.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დედივანოვიჩი ძალიან სიმპათიურიცაა. მარიომ 2 დღის წინ სერიოზული ნაბიჯი გადადგა და საჯაროდ აღიარა, რომ განსხვავებული ორიენტაციისაა და გამოსვლის დროს ცრემლები ვერ შეიკავა. მას მხარი არაერთმა ცნობილმა ქალბატონმა დაუჭირა და სიტყვიერად გაამხნევა.
როგორც დავაკვირდი, მარიო ასევე კონტაქტურიც არის, რადგან "ინსტაგრამზე" ჰოლივუდელ ქალბატონებს ხშირად უკომენტარებს.
წინა დღეებში ერთ-ერთ სახალისო კომენტარსაც წავაწყდი. მარიო ბელა ჰადიდს უწერდა: "გთხოვ, ცოლად გამომყევი". მსგავსი ხუმრობები გამომწერებს მხოლოდ ახალისებთ და პოზიტიურ განწყობას უქმნით. ჩემი თვალსაზრისით, "Please marry me" თვალის ჩრდილების პალიტრას ჰქვია, რომელსაც არტისტი ასე აპიარებს.
ახლა კი გადავიდეთ ვიდეოებზე. წარმოგიდგენთ ტოპ-5 ვიდეოს, რომელიც ჰოლივუდური მაკიაჟის შექმნის ეტაპებს და გარკვეულწილად მის ცხოვრებასაც ასახავს.
ვიდეო მარიო დედივანოვიჩის მასტერკლასიდან: