რჩევები

4 მოდური იდეა მათთვის, ვისაც ჭაღარა გამოერია

4 მოდური იდეა მათთვის, ვისაც ჭაღარა გამოერია
სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველი მეხუთე ქალის თმაში, რომელიც მეგაპოლისის რიტმშია ჩართული, 30 წლისთვის ჭაღარა იჩენს თავს. ეს რეალურად პრობლემას უდრის, ვინაიდან ჭაღარა თმის დიდი რაოდენობით ყურება არასასიამოვნოა, ამავდროულად, ასაკსაც მატებს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჭაღარის სპეციალური სპრეების მეშვეობით დაფარვა, თუმცა ეს დროებითია. მისი მთლიანად თავიდან მოცილება მხოლოდ შეღებვით არის შესაძლებელი და სასურველია, შესრულდეს სალონში პროფესიონარი სტილისტის მიერ.
Image result for 4 модных идеи окрашивания для тех, кто седеет
"სამწუხაროდ, პრობლემის გადაჭრა, რასაც ჭაღარა თმა წარმოქმნის, საღებავის გარეშე წარმოუდგენელია. ან სულაც უნდა მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი სახით,
როგორსაც იღებთ ასაკის მატებასთან ერთად. ბუნებრიობას კი ყველაზე უკეთ ევროპის მცხოვრებლები ინარჩუნებენ. მათი მოსახლეობის დიდი ნაწილი ჭაღარა თმას სულაც არ იღებავს, მაგრამ ჩვენთან ეს სურათი საკმაოდ განსხვავებულია, ქალების 90% ჭაღარას უპირატესობას ანიჭებს 60 წლის მიღწევის შემდგომ, თუმცა, როგორ უნდა მოიქცეს ახალგაზრდა ლამაზმანი, რომელსაც ბევრი ჭაღარა აქვს და ვერ ეგუება მას? აუცილებელია ასეთი თმის ნეიტრალიზაცია" - აცხადებენ სტილისტები.
Image result for 4 модных идеи окрашивания для тех, кто седеет

კლასიკური ღებვა ერთ ტონალობაში

  • აქ მთავარი წესი ასე გამოიყურება: რაც უფრო მეტი ჭაღარა გაქვთ თავზე, ბევრად ღია ფერის საღებავი გჭირდებათ ძირების შესაღებად იმისათვის, რომ მკვეთრად არ ჩანდეს. შავი თმის მქონე გოგონები განსაკუთრებით ვერ იხდენენ ჭაღარა თმის ძირებს. ამ შემთხვევაში მერილინ მონროს მსგავსად მოგიწევთ ძირების ძალიან ხშირი შეღებვა, საშუალოდ 3 კვირაში ერთხელ მაინც. საბედნიეროდ, ტექნოლოგიები ვითარდება და იმ შემთხვევაში, თუკი არ გაქვთ დრო სალონში ვიზიტისთვის და საღამოს ჩანიშნული გაქვთ მნიშვნელოვანი შეხვედრა, თმის მოვლის საშუალებების მაღაზიებში წარმოდგენილია სპრეები, რომლებიც დროებით ნიღბავს ჭაღარას. თუმცა ეს მხოლოდ დაბანამდე გაგყვებათ.
«Шарм Дистрибьюторс»

კლასიკური მელირება და თმის ნაწილის გაღიავება

  • რაც უფრო მეტია ჭაღარის პროცენტულობა, მით უფრო თხელი ნაწილი და თმის ხშირი გაღიავება არის საჭირო. ასეთი ღებვა მოგცემთ საშუალებას, ზღვარი გაავლოთ გაზრდილ ძირებსა და ჭაღარებს შორის. ამავდროულად, უფრო იშვიათად მოგიწევთ სალონში ვიზიტი, ვიდრე ერთ ტონალობაში ღებვისას. საშუალოდ მელირების გამეორება 2 თვეში ერთხელ არის რეკომენდებული. მნიშვნელოვანია: ჭაღარის ღებვისას მხოლოდ პერმანენტული საღებავები გამოიყენეთ, ტონირების საღებავები ან ჰენა ვერ შეღებავს ჭაღარა თმას.

«Шарм Дистрибьюторс»
3-D შეღებვა და ფერის დიზაინი (კოლორისტიკა)

  • ეს ტექნიკები თმის ცალკეული ღერის შეღებვას ითვალისწინებს, საშუალოდ 2-დან 10 ტონამდე, ერთი ფერის მიმართულებით. ასეთი ტექნიკა თმას ვიზუალურად უფრო მოცულობითს ხდის. თუმცა ვერ დაფარავს სრულად ჭაღარას. ამიტომ ასეთი სტილით თმის შეღებვა 3 კვირაში ერთხელ მოგიწევთ.
Михаил Золотарев, творческий партнер L’Oreal Professionnel

შატუში, ომბრე, ბალიაჟი

  • აქ აუცილებელია კონსულტაციის გავლა სტილისტთან იმისათვის, რომ მიხვდეთ, რომელი მოუხდება თქვენს თმას. ტექნიკა ითვალისწინებს ფერების გადასვლას მუქიდან ღიასკენ. როგორც წესი, ასეთი შეღებვის სტილი შეგიძლიათ 6 თვეში ერთხელ ჩაიტაროთ, თუმცა ჭაღარა თმის ძირების შეღებვა 3-4 კვირაში ერთხელ მაინც მოგიწევთ.

Руслан Фейтуллаев, творческий партнер L’Oreal Professionnel

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93