რჩევები

რაპუნცელის მეთოდი: როგორ დავიგრძელოთ თმა სწრაფად სახლის პირობებში

რაპუნცელის მეთოდი: როგორ დავიგრძელოთ თმა სწრაფად სახლის პირობებში
საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია, რომ თმა სახლის პირობებში ძვირადღირებული პროცედურების და სალონური მომსახურების გარეშეც დავიგრძელოთ.
ჩვენ გაგიზიარებთ რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ მოვახერხოთ თმის სიგრძის მომატება. თავდაპირველი შედეგი 1 თვეში გვექნება.

როგორ დავაჩქაროთ თმის ზრდა სახლის პირობებში?

ექსპერტები მინოქსიდილის გამოყენებას გვირჩევენ, რომელიც სპრეის სახითაც არსებობს. მას შეიზელენ თმის ძირებში. გამოიყენება თმის ცვენის საწინააღმდეგოდაც.

დავიტენიანოთ თმა ნიღბებით

  • თმის დაბანის და თმის კონდიციონერის გამოყენების გარდა, საჭიროა რომ ნიღბებიც არ დაგვავიწყდეს.
  • თმა ნიღბებით რეგულარულად უნდა დავიტენიანოთ.
  • ღრმა-კვების პროცედურა სასურველია კვირაში 1-2ჯერ გამოვიყენოთ, რომ
    შედეგი გვქონდეს.
  • შედეგი: თმის ღერები გახდება უფრო ძლიერი და ჯანსაღი.


უარი თქვით თმის ხშირად შეღებვაზე.

რეზისტენტული საღებავი თმას აზიანებს. თმის ღერები უფრო სუსტი და მტვრევადი ხდება, რაც ადვილად შესამჩნევია.
თუ თქვენ ოცნებობთ იმაზე, რომ სხვა ფერის თმა გქონდეთ, შეეცადეთ ბუნებრივი პალიტრა შეარჩიოთ.
ეცადეთ, რომ თმა ოდნავ გაიღიავოთ. ნაკლები ჩარევები ამ შემთხვევაში გაამართლებს და თქვენი თმა უფრო ჯანსაღი იქნება.

არ გამოიყენოთ თმის გასასწორებელი, რომელსაც თერმული დაცვა არ გააჩნია.

თმა ბუნებრივად გაიშრეთ და ფენს გარკვეული პერიოდით დაემშვიდობეთ.
თმას სიმხურვალე რეგულარულად ხვდება, რაც მის ბოჭკოებს მშრალს და მყიფეს ხდის. შესაბამისად, თმა სიგრძეშიც აღარ იმატებს.
თუ ფენი ჩვენი განუყრელი ნაწილია, მაშინ მის მოხმარებამდე თმაზე სპეციალური დამცავი საშუალებები უნდა დავიტანოთ.

დაიწყეთ თმის მოვლა ვიტამინების მეშვეობით

თუ თქვენს თმას არაფერი შველის, მაშინ ვიტამინების გამოყენება აუცილებელია.
დანამატები ააქტიურებენ თმის ფოლიკულებს და დროთა განმავლობაში თმა გრძელი გახდება.
ნუ იყიდით ვიტამინებს შემთხვევითობის პრინციპით. გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და სპეციალური ტესტების მეშვეობით გაიგებთ ზუსტად რომელი ვიტამინები გჭირდებათ, რომელსაც თმაზე გამოიყენებთ.

რეგულარულად შეიჭერით თმა

ნუ დაგენანებათ გაყოფილი ბოლოების მოშორება, რადგან ის ერთ-ერთი უმთავრესი შემაფერხებელია.
გახსოვდეთ, რომ დროთა განმავლობაში, გაყოფილი ბოლოები უფრო მაღლა ადის.
შედეგად, თმა გაყოფას მთელი სიგრძის მიმართულებით იწყებს.
თმის შეჭრა სულაც არ უწყობს ხელს თმის უსწრაფესად გაზრდას, თუმცა მთავარი ისაა რომ პრობლემა აღმოიფხვრას, რომელიც თმის ჯანსაღ ზრდას ხელს უშლიდა.

ნუ გამოიყენებთ ხშირად "მშრალ" შამპუნს.

ის თმას ჭუჭყს და ცხიმიანობას აშორებს, თუმცა უფრო მეტად ზიანს აყენებს.
ეს თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს. უნდა ეცადოთ, რომ საკუთარ კანს ბალანსის შენარჩუნებაში დაეხმაროთ.

აბრეშუმის პირიან ბალიშზე ძილი

ეს აუცილებლობასაც კი წარმოადგენს და საკუთარი თავისთვის მეტისმეტ ფუფუნებად ნუ ჩავთვლით.
რბილი ქსოვილის წყალობით თმა ნაკლებად ზიანდება, ინარჩუნებს სისუფთავეს და მისი ხარისხი უმჯობესდება.


ნუ დაიბანთ თმას ძალიან ხშირად

რა თქმა უნდა, არ მოგიწოდებთ იმისკენ, რომ თმას სისუფთავე არ შეუნარჩუნოთ, თუმცა უნდა გაარკვიოთ თქვენი თმის და კანის მახასიათებლები, რათა იცოდეთ კვირაში რამდენჯერაა აუცილებელი თქვენი თმის დაბანა.
ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ცხიმიანია ის. რაც უფრო ცხიმიანია თმა, უფრო ხშირად უნდა დაიბანოთ.
მაგრამ როცა მშრალ თმაზე საუბარი გვიწევს, უნდა აღინიშნოს რომ კვირაში 1-2ჯერ დაბანაა ოპტიმალური.
გავითვალისწინოთ რომ თმის მოვლის ათასგვარი პროცედურები ზოგჯერ კანის სიმშრალეს და გაღიზიანებასაც იწვევს.

სწორი კვების რეჟიმი

თმის ზრდა ჯანმრთელობასთან პირდაპირ კავშირშია. სრულყოფილად გასაუმჯობესებლად საჭიროა, რომ მივირთვათ ისეთი პროდუქტები, რომელიც ცხიმებით და ომეგა 3-ითაა გამდიდრებული.
მენიუს დაამატეთ ხილი და ბოსტნეულიც, რომელიც ბევრ ვიტამინებს და მინერალებს შეიცავს.

გისურვებთ წარმატებებს.



წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif
გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93