ქართველი პოპულარული ქალბატონები სილამაზის შესანარჩუნებლად ცხადია კონკრეტულ ხრიკებს მიმართავენ. თუმცა, ყველა არ მიიჩნევს, რომ ამ პროცედურების შესახებ პოსტი უნდა გამოაქვეყნონ.
- ჩვენ შევარჩიეთ ქართველი ქალბატონები, რომლებსაც "ინსტაგრამზე" ბევრი გამომწერი ჰყავთ და ამავდროულად სილამაზესთან დაკავშირებულ რჩევებსაც გვაძლევენ.
ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა ბევრი სხვადასხვა პროცედურა სცადა, მათ შორის კბილების ვინირებაც. ამ უკანასკნელის შესახებ "ინსტაგრამზე" ერთ-ერთ ლაივშიც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კბილების სტანდარტულად გათეთრებას ეს პროცედურა ბევრად სჯობს.
მსახიობი შორენა ბეგაშვილი როგორც ჩანს ეპილაციის უამრავი სახეობიდან დიოდს ანიჭებს უპირატესობას. ყველაზე დიდ დროს მაინც ფრჩხილების მოვლას უთმობს, რადგან მისი "ინსტაგრამი" სავსეა მანიკიურის სხვადასხვა ვარიანტებით.
მოდელმა მირანდა შელიამ კი ბოლო პერიოდში სახის ლიფტინგის პროცედურა ჩაიტარა. მიმი იმ ასაკში არაა, რომ მის კანს სერიოზული ჩარევები სჭირდებოდეს, ამიტომ ე.წ "smas lifting-ს" მიმართა. ეს კონკრეტული პროცედურა ახალგაზრდა, ნაკლებად ნაოჭიანი კანისთვისაა. ალბათ გაინტერესებთ, რისთვისაა საჭირო. ერთ-ერთი დადებითი ის ჰქონია, რომ კანქვეშა ცხიმებს გამოდევნის და კანს არ აღიზიანებს. ამ პროცედურას მიმართავენ იმის გამოც, რომ კანი უფრო ელასტიური გახდეს.