პატარა, მაგრამ გამორჩეული დეტალია მანიკიური და ამიტომ, ახალი წლის ღამეს ფრჩხილები განსაკუთრებული უნდა გქონდეთ.
თავდაპირველად, სწორად შეარჩიეთ ფრჩხილის ფორმა: "ოთხკუთხედი". "ნუში", "სტილეტი" და ა.შ. გაითვალისწინეთ, რომ ვერტიკალური ხაზები ფრჩხილს ვიზუალურად აგრძელებს. ნახატი და მხატვრული გაფორმება მხოლოდ გრძელ ფრჩხილებს უხდება.
ეცადეთ, რომ მანიკიურის დიზაინი სამოსთან გქონდეთ თანწყობილი. სასურველია, მანიკიურის ფერი სამოსის ფერსაც შეესაბამებოდეს და მკვეთრად არ "ამოვარდეს" ერთიანი იმიჯიდან.
საახალწლო მანიკიურის საუკეთესო ვარიანტები
ვანილი: კანფეტების მიმართულება.
გეომეტრია: გეომეტრიული ფიგურების გამოყენება.
სიუჟეტი: ზღაპრული პერსონაჟების გამოყენება: ირემი, სანტა და ა.შ.
ბუნება: ნაძვის ხე, ფიფქები, 2020 წლის სიმბოლო.
კანფეტების მიმართულება: - მანიკიურში "გემრიელი" და "ტკბილი" ფერების გამოყენებაა. ძირითად ფერად გამოიყენეთ წითელი, პიტნისფერი, ვარდისფერი. გააფორმეთ გლიტერით, შხეფებით. მთავარია, გამამ სინაზისა და სიტკბოს ასოციაცია შეგიქმნათ.
ნაძვის ხე ფრჩხილებზე - ფონად აირჩიეთ მუქი ლურჯი, მწვანე, წითელი ან თეთრი. დახატეთ ნაძვის ხე, გირლანდა, "წვიმა", სერპანტინი. გააფორმეთ ვერცხლისფერი და ოქროსფერი მანიკიურით. ჯადოსნურ მანიკიურს გააკეთებთ ზამთრის ტყეს თუ დახატავთ.
ირმები - საახალწლო პერსონაჟები არასდროს გამოვლენ მოდიდან. ფრჩხილებზე საყვარლად გამოიყურებიან სანტაც, ირმებიც, ცხოველებიც... თუმცა, უნდა გაგაფრთხილოთ, თუ საახალწლოდ ელეგანტური სამოსის ჩაცმას აპირებთ, ფრჩხილებზე მხიარული ცხოველების დახატვა კარგი აზრი არაა.
ფიფქები და ბურთები - კოქტეილის საღამოსთვის ფრჩხილებზე ფიფქებისა და ბურთების დახატვა აუცილებელიცაა. მეტად გამოიყენეთ ბრჭყვილა ფერის მანიკიური.
მოკრძალებული მანიკიური - მოკრძალებულმა მანდილოსნებმა "ფრენჩს" უნდა მიანიჭონ უპირატესობა.. ხოლო თუ საახალწლო დღესასწაულისთვის ნახატით სურთ ფრჩხილების მოხატვა, ის პატარა უნდა იყოს და ოქროსფერი მანიკიურით, ან გლიტერით შესრულებული.
საახალწლო მანიკიურის უამრავი ვარიანტი შემოგთავაზეთ და დროც საკმარისი გაქვთ, რომ სასურველი, თქვენთვის მისაღები აირჩიოთ.