მაკიაჟი ოდითგანვე ქალბატონების ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი იყო, თუმცა დროისა და მოდის ცვლასთან ერთად, ისიც მუდმივად სახეს იცვლიდა. ასეა დღესაც. მაკიაჟის გაკეთებისას, სახეზე სწორი აქცენტების დასმა და სახის კონტურების გამოკვეთა ის მთავარი დეტალებია, რომლებიც ქალის სილამაზეს კიდევ უფრო ხაზს უსვამს.
ალბათ, სამყაროში არ მოიძებნება მდედრობითი სქესის წარმომადგენელი, ვინც საკუთარ გარეგნობაზე ოდნავ მაინც არ ზრუნავს. დღეისათვის ბევრი კოსმეტიკური ბრენდი არსებობს, რომლებიც თავის მოვლის უამრავ საშუალებას გვთავაზობენ, თუმცა, როცა საქმე ფინანსებს ეხება, ხშირად ბევრი რაღაცის ყიდვას ვერ ვახერხებთ.
გთავაზობთ 10 აუცილებელ კოსმეტიკურ საშუალებას, რომელიც ყველა ქალის კოსმეტიკის ჩანთაში უნდა იყოს. ჩვენ შევარჩიეთ ისეთი ხელმისაწვდომი კოსმეტიკური პროდუქტები, რომლებიც 2019-20 წლების ზამთრის ტრენდული მაკიაჟის გაკეთებაში დაგეხმარებათ.
ყველა გოგონას აუცილებლად უნდა ჰქონდეს ერთი პალიტრა მაინც. ეს არა მარტო მოსახერხებელია, არამედ ძალიან კარგი საშუალებაა, ჩაატარო სილამაზის ექსპერიმენტები და გაიკეთო ყველაზე მოდური მაკიაჟი; ზამთრის მელანქოლიური დღეების გასახალისებლად, თვალებზე მეტი ბზინვარება გამოიყენო. თვალის ჩრდილების პალიტრა Luxe (ლუქს) წარმოდგენილია ფერების ექვსი ვარიაციით.
სასურველია, ტუჩსაცხი რამდენიმე ფერის გქონდეთ. მათ შორის, წითელი - აუცილებელია! დამატენიანებელი ტუჩსაცხი Luxe (ლუქს) თორმეტი ფერითაა წარმოდგენილი. ფორმულა აბრეშუმის პუდრის ექსტრაქტით ანიჭებს ტუჩებს სირბილეს და 4-ჯერ უფრო მეტად ატენიანებს მათ.
ტუშის გარეშე წარმოუდგენელია ყოველდღიური და გამოსასვლელი მაკიაჟი. მოცულობის მიმნიჭებელი წამწამების ტუში „სუპერშოკი” წამწამებს ახშირებს და ასქელებს. თვალის ფერადი ჩრდილების წასმის შემდეგ აუცილებელია, თვალის ფორმა მუქი ფერის ფანქრით და ტუშით გამოკვეთოთ.
ალბათ, ყველაზე ცნობილი კოსმეტიკური პროდუქტია. ტონალური საშუალების გარეშე ვერც ერთი მაკიაჟი ვერ იქნება სრულყოფილი. კარგი ტონალური უნდა იყოს მსუბუქი, ჰქონდეს იდეალური დაფარვა და გამოიყურებოდეს ბუნებრივად. მსუბუქი გლუვი ტონი მსუბუქი დაფარვით, ცხიმოვანი ბზინვარების და ხილვადი ფორების გარეშე. ნიღბის ეფექტის გარეშე.
ნებისმიერი მაკიაჟის საბაზისო ნაწილია. ის აუცილებლად უნდა იყოს თქვენი კოსმეტიკის ჩანთაში. მისი დახმარებით სახე იღებს მეტად ნათელ და ჯანსაღ იერს. ფერუმარილის გამოყენება ასევე შესაძლებელია სახის კონტურინგისთვის. ბურთულიანი რუჟი მაკორექტირებელი ეფექტით „იდეალური ფერი” თქვენს მაკიაჟს სრულყოფილს გახდის.
სეზონის ტრენდია. თხევადი გლუვი ტუჩსაცხი “მეტალის ეფექტი” სენსაციურად რბილი, შედეგი მეტალის ეფექტით. ულტრადამატენიანებელი, კრემისებური სტრუქტურა და რბილი დატანება. წარმოდგენილია რვა მდიდრული ფერი.
თვალის ფერადი ლაინერი 2020 წლის ერთ-ერთი ტრენდია. თვალის ლაინერი „ტატუ ეფექტი” 2 ერთშია. მელნისფერი, შოკოლადი, თამამი ზურმუხტი და ცხელი იისფერი - ის ფერებია, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს თქვენს კოსმეტიკის ჩანთაში.
ანიჭებს კანს იდეალურად გლუვ ტონს, ფარავს კანის ნაკლოვანებებს და უზრუნველყოფს
საშუალო დაფარვას. წარმოდგენილია ხუთი ტონალობით.
ლამაზი და მოვლილი ფრჩხილები ქალის სავიზიტო ბარათია. ზამთრის სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია ბრჭყვიალა, კრისტალის ეფექტის მქონე ლაქი. ფრჩხილის ლაქი „დიზაინ-სტუდია კრისტალების მაგია” ხუთ ტონალობაშია წარმოდგენილი.
მაკიაჟის გაკეთებამდე აუცილებელია კანი კარგად გაისუფთაოთ შავი წერტილებისგან. შავი ნიღაბი სახისათვის ჰამამელისის და ევკალიპტის ექსტრაქტებით „ფორების და ბზინვარების შემცირება” ძალიან ეფექტურად აშორებს შავ წერტილებს და ავიწროებს ფორებს.