სახის კანს ზამთარში განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. სიცივე, ქარი და გარემოფაქტორები უარყოფითად მოქმედებს ჩვენს სახის კანზე. ხშირად ვუჩივით კანის გამოშრობას, სიწითლეს და გამონაყარს.
ამ სტატიაში გთავაზობთ 5 რჩევას, თუ როგორ უნდა მოვუაროთ სახის კანს ცივი ზამთრის დღეებში.
წყალი ორგანიზმის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის აუცილებელია. მისი რეგულარული მოხმარება დადებითად აისახება სახის კანზე. ცივ ზამთარში ბევრი ჩვენგანი უპირატესობას ცხელ სასმელებს ანიჭებს და წყლის დალევა ნაკლებად გვინდება. ასეთ დროს გვავიწყდება, რომ კანის სიჯანსაღისათვის წყალი აუცილებელი კომპონენტია. იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ კანის გამოშრობა, საჭიროა გადადგათ მარტივი ნაბიჯი და მიიღოთ ბევრი წყალი.
სუსხიან ზამთარს თან ახლავს კანის სიმშრალე, რაც არასწორი მოვლის შედეგია. სწორად შერჩეული დამატენიანებელი დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ კანის სიმშრალის პრობლემა. დამატენიანებელი უზრუნველყოფს კანის დაცვას.
მათთვის, ვისაც უყვარს თავის მოვლა, რთულია მაკიაჟზე უარის თქმა, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ ის ფაქტი, რომ ეს უარყოფითად აისახება სახის კანზე. მაკიაჟში შემავალი ნივთიერებები აღიზიანებს კანს. იმისათვის, რომ ამან ზამთარში არ გამოიწვიოს გამონაყარი, უარი უნდა ვთქვათ მაკიაჟის ყოველდღიურ გამოყენებაზე და ჩაანაცვლოთ ის თავის მოვლის ბუნებრივი საშუალებებით.
სწორი კვება გავლენას ახდენს არა მარტო ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებაზე, არამედ სახის კანზეც. თავის მოვლის საშუალებების გამოყენება არ არის საკმარისი, თუ ორგანიზმს არ მოამარაგებთ საჭირო ვიტამინებით. თქვენი საკვები რაციონი გაამდიდრეთ ბოსტნეულითა და ხილით. ხშირად მიირთვით ვაშლი, რომელიც მდიდარია რკინით;
ციტრუსები, რომლებიც შეიცავენ დიდი რაოდენობით C ვიტამინს.
ზამთარში სახის კანის გასაჯანსაღებლად ერთ-ერთი კარგი საშუალება სახის კანის ნიღბებია. მათი დამზადება სახლის პირობებში ძალიან მარტივია, ხოლო პროდუქტები ყველასათვის ხელმისაწვდომი - სტაფილო, კიტრი, შვრია, ავოკადო და ა.შ.
ინგრედიენტები:
მომზადება:
დააბლენდერეთ ავოკადო და შეურიეთ დანარჩენ ინგრედიენტებს. მიღებული მასა წაისვით სახეზე და რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თქვენი კანი გახდება გლუვი და სუფთა. რაც მთავარია, ეს ნიღაბი კარგად დაატენიანებს კანს.
მომზადება:
კიტრი დააბლენდერეთ, რათა უკეთესად შეერიოს რძეს. შემდეგ დაუმატეთ შაქარი და თაფლი. ყავისფერი შაქარი აქრობს სიწითლეს და კანის ფერს ათანაბრებს. ნიღაბს არაჩვეულებრივი სურნელი აქვს. შედეგს პირველივე ცდის შემდეგ იგრძნობთ. ასევე, კარგია, თუ კიტრის ნაფცქვენით გაიწმენდთ სახის კანს.
მარიამ გრძელიშვილი
მარიამ ნებულიშვილი
ნინელი აბულაძე