მთვარის კალენდარი დეკემბერში თმის შესაჭრელად - Marao

მთვარის კალენდარი დეკემბერში თმის შესაჭრელად

2019-12-24 13:34:42+04:00


ახალი წლისთვის თავის მოწესრიგება გადაწყვიტეთ და არ იცით, როდის შეიჭრათ თმა? მთვარის კალენდარი 2019 წლის დასასრულისთვის ასე გამოიყურება:

Related image

24 დეკემბერი - „მკვლელი“ მთვარე

  • დღეს სილამაზის სალონში ვიზიტი ფსიქოლოგიურ დაძაბულობას მოგიხსნით, მოგაცილებთ დაგროვებულ დაღლილობას, გაღიზიანებადობას. ვარცხნილობა „მკვლელი“ მთვარის ფაზაში დაგეხმარებათ თმის ფორმის დიდხანს შენარჩუნებაში, თუმცა, თუკი სუსტი თმის ძირები გაქვთ, შესაძლოა გაძლიერდეს ცვენის პროცესი. თუკი შეღებვისას უპირატესობას მიანიჭებთ მუქ ან თბილ შოკოლადის ფერებს, ახალი იმიჯი ენერგიას შეგმატებთ პარტნიორთან ურთიერთობებში და უფრო ჰარმონიულიც გახდება.

Image result for beauty procedures for hair

25 დეკემბერი - მთვარის თვის ბოლო დღე

  • ახალმთვარეობის წინა დღეს ბუნების ენერგეტიკა მინიმუმისკენ მიდის. ამიტომ თმის ამ დღეს შეჭრა არ ღირს. პირიქით, რეკომენდაცია ეძლევა გამაჯანსაღებელ და მკვებავ პროცედურებს მხოლოდ ნატურალური კომპონენტებით. ღებვა ან ტონირება თმის აგრეთვე ნატურალური მკვებავი საშუალებებით არის რეკომენდებული.
Related image

26 დეკემბერი - ახალი მთვარე

  • მკვეთრი ცვლილებები ახალმთვარეობისას ცუდად აისახება თმის სიჯანსაღესა და საერთო ენერგეტიკულ მდგომარეობაზე. ამიტომ ვარცხნილობა ან შეღებვა უმჯობესია სხვა დღისთვის გადაიტანოთ.

Related image

27 დეკემბერი - მზარდი მთვარე

  • წინასაახალწლო ცვლილებებისთვის ეს იდეალური დღე არის ვარცხნილობის შესაცვლელად. ახალმთვარეობის შემდეგ ენერგეტიკული პროცესი კვლავ ცოცხლდება და  სასიცოცხლო ძალების სტიმულირებას იწვევს. ვარცხნილობა ამაგრებს თმას და უფრო ახშირებს. ამ დღეს ნებისმიერი ცვლილება ვიზუალთან მიმართებაში სექსუალურ ენერგიას ააქტიურებს, საკუთარ თავში მეტ მიმზიდველობასა და თავდაჯერებულობას შეგმატებთ, დაგეხმარებათ ურთიერთობების დალაგებაში. შეღებვისთვის კი ყველა ტექნიკა მისაღებია.
Related image

28 დეკემბერი - მზარდი მთვარე

  • მთვარის ზრდის პროცესში ვარცხნილობა თმის სიგრძის ზრდას უწყობს ხელს, თუმცა შესაძლოა გახდეს მტვრევადი და ფორმის შენარჩუნება დიდი ხნით გაგიჭირდეთ. შეღებვისთვის ნეიტრალური დღეა.
Image result for beauty procedures for hair

29 დეკემბერი - მზარდი მთვარე

  • ამ დღეს ბუნებასთან კონტაქტს დაუთმეთ დიდი დრო იმისათვის, რომ თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი გაამყაროთ. ბუნებრივი ვარცხნილობა კარგი იქნება საკუთარ თავში ახალი შეგრძნებების გასაძლიერებლად და დაგეხმარებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობის დალაგებაში, ხოლო სალონში ვიზიტი უმჯობესია გადაიტანოთ სხვა დღისთვის.
Image result for beauty procedures for hair

30 დეკემბერი - მზარდი მთვარე

  • მთვარის კალენდარი ვარცხნილობებისთვის საფრთხილოა: ამ დღეს უეცარი ცვლილებები გარეგნობაში არასასიამოვნო წინააღმდეგობების მიზეზი შესაძლოა გახდეს ბიზნესსა და კარიერაში. დასაშვებია მცირე კორექტივები მხოლოდ თმის დამწვარ ბოლოებზე. ასეა თუ ისე, საღამოს საათებში თმას უმჯობესია არ შეეხოთ.
Image result for beauty procedures for hair

31 დეკემბერი - მზარდი მთვარე

  • ვარცხნილობის შეცვლას ამ დღეს თუ გადაწყვეტთ, ფინანსებს მოიზიდავთ: ახალი იმიჯი ცვლილებების წინაპირობაა, რომელიც ფინანსურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებთ. ეს განსაკუთრებით აქტუალური მათთვის არის, ვინც დარწმუნებულია საკუთარ შესაძლებლობებში, ენდობა ლოგიკურ გათვლებსა და ინტუიციას. როგორც ვარცხნილობა, ასევე შეღებვა თმის მდგომარეობაზე არცთუ ისე კარგად აისახება - ასე რომ, მოგიწევთ არჩევა, რომელი უფრო მნიშვნელოვანია - თქვენთვის თმის სიჯანსაღე თუ ფინანსები?
Image result for beauty procedures for hair

წყარო