ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ წელიწადის ყველაზე მნიშვნელოვანი სადღესასწაულო დღე - მიზეზია თქვენს ცხოვრებაში მეტი მკვეთრი ფერის შესამატებლად. შიმერი, გლიტერი, ნეონის ფერები და ექსტრავაგანტური სმოქი - გამოსცადე ახალი ვარიანტები და არ შეუშინდე ექსპერიმენტებს, ხოლო მაგალითისთვის კი ჩაინიშნე ცნობილების ხრიკები, რომლებსაც გიზიარებს „მარაო“.
მბრწყინავი თვალის კუთხეები
- გაიმეორე ჯიჯი ჰადიდის მაგალითი: ნეიტრალურ ბაზაზე ორქრომიანი თვალის ჩრდილები დაიტანე ზედა ქუთუთოზე სრულად. ორფერიანი მაკიაჟი ასეთ სტილში ტრენდული სულ ახლახან გახდა და მთელი 2020 წლის მანძილზე იქნება აქტუალური. უბრალო და ეფექტურია!
ნეონი
- იმისათვის, რომ შეიქმნა სადღესასწაულო განწყობა, არ არის აუცილებელი გლიტერების გამოყენება ან მასიური სმოქის დახატვა. აიღე მაგალითი ქენდალ ჯენერისგან: ნეონის ჩრდილები ქუთუთოებზე და ქვედა წამწამების გაყოლებაზე წვეულების ვარსკვლავად გაქცევს.
ჰოლოგრაფიული ეფექტი
- ჰოლოგრაფიული ჩრდილი ფერს იცვლის განათების მიხედვით. მთელი თვალის ქუთუთოზე აკურატულად დაიტანე, შემდეგ ტუშის მეშვეობით აიპრიხე წამწამები. ჯოზი ლეინის მაგალითზე ნამდვილად ლამაზად გამოიყურება, შენ კი ისღა დაგრჩენია, გაიმეორო...
მსუბუქი სმოქი
- თუკი კორპორატიულისთვის ეძებ მაკიაჟის ვარიანტს - ეს სმოქი-აისის იდეალური ჩანაცვლებაა. შექმნა მსუბუქი და გამოკვეთილი საახალწლო მაკიაჟი, როგორიც ალან ჰენრის აქვს, უმარტივესია: დაიტანე ბრჭყვიალა ნეიტრალური ჩრდილი ქუთუთოზე, შემდეგ ფორმას ყავისფერი ჩრდილები გადაატარე მსუბუქად კიდეებზე და თვალის ქვეშ იმისათვის, რომ შექმნა მახვილი „კატის თვალი“.
ბრჭყვიალა ტუჩები
- ყურადღება ტუჩებზე გამორჩეულად თამამებისთვის და მათთვის, ვისაც არ უყვარს თვალის გამოკვეთა. აუცილებელია გამოკვეთო ტუჩები და მთელი ყურადღება შენკენ იქნება მომართული. წითელი ტუჩსაცხი, ოდნავ ბზინვარე უფერო ტუჩსაცხი და ფენა მიკრობრჭყვიალები... გარისკავ?
ნამდვილი განძი
- კლასიკური სიბრწყინვალის მოყვარულებს მკვეთრი ჩრდილების დამატებას ვურჩევთ თვალზე. იდეალურად ჯდება საფირონის ან ზურმუხტისფერი ჩრდილები, როგორც კამილა ბელმა სცადა. არ დაგავიწყდეს, კარგად გადაანაწილო თვალზე, როგორც მსახიობს აქვს, შედეგი კი ნამდვილად ღირს ამად.
ვამპირის ტუჩები
- რეტროს და ლაკონურობის მოყვარულებს ჯოან სმოლსის ეს ვარიანტი ნამდვილად მოეწონებათ. ბორდოსფერი ტუჩები, სატინის ფინიშით, ფაიფურის კანი და ოდნავ ტუში! დიტა ფონ თიზს შეუძლია მშვიდად დაისვენოს არდადეგებზე.
ყველაფერი საუკეთესო ერთად
- ყველაფერი არეულია: სმოქი, „კატის თვალი“ და გრაფიკული თვალის ლაინერი. შეეცადე დახატო ასო V შავი თვალის ლაინერის მეშვეობით. შემდეგ ჩრდილები საგულდაგულოდ გაფანტე იმისათვის, რომ შექმნა დაბურული ეფექტი.
ბურგუნდის ფერი
- არ გინდა მდიდარ შემოდგომის პალიტრასთან გამომშვიდობება? არც არის საჭირო! მოწითალო-მოყავისფრო ჩრდილები დაიტანე თვალებზე და ტუჩსაცხიც იმავე ფერში შეარჩიე. ასეთი ვიქტორიანული ეპოქის სტილისთვის მატე ან ნახევრად მატე ტექსტურები შეარჩიე.
გლიტერი
- ბრჭყვიალება, ბრჭყვიალება და კიდევ ერთხელ ბრჭყვიალება! ვერცხლისფერი გლიტერი განსაკუთრებით ამაღლებს განწყობას. მისით ექსპერიმენტების ჩატარება განსაკუთრებით სასიამოვნოა. დაიტანე სპეციალური პრაიმერი, შემდგომ კი - ბრჭყვიალები, სურვილისამებრ ერთი ტონალობის ან რამდენიმე ფერის ერთდროულად.
გრაფიკული ლაინერი
- ეს ყველაზე უბრალო მაკიაჟის ვარიანტია აქ მოცემულებიდან. ამასთანავე, ყველაზე ლამაზი. წამწამების გაყოლებაზე დაიტანე წითელი თვალის ფანქარი, შემდგომ ასწიე წარბებისკენ და თვალის ნაკეცთან დაასრულე. წამყვანი ვიზაჟისტები სწორედ ამ ხრიკს მიმართავენ ყველაზე ხშირად.
თვლები ლაინერის ნაცვლად
- მაკიაჟი კრისტალებით უკვე 15 წელია ფესტივალების მოედნებიდან არ ჩამოდის. მისი გამეორება მარტივია, ამასთანავე, საკმაოდ მიმზიდველადაც გამოიყურება. გამოიყენე წამწამების წებო, ის თვლებს საიმედოდ დააწებებს.
უკვე გადაწყვიტე, რომელს გაიკეთებ ახალი წლის ღამეს?
წყარო