სილამაზის ხრიკები ყავის მეშვეობით (ნიღბების რეცეპტები) - Marao

სილამაზის ხრიკები ყავის მეშვეობით (ნიღბების რეცეპტები)

2020-07-29 08:43:36+04:00


ყავა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი დიდი ხნის წინ გახდა, ბევრი ჩვენგანი დღის დასაწყისს ვერ წარმოიდგენს მის გარეშე. ყველასათვის ცნობილია, რომ ყავა არა მარტო სასმლის სახით გამოიყენება, არამედ კოსმეტოლოგიაშიც დიდი ადგილი უკავია. ეს პროდუქტი რიგ სასარგებლო თვისებებს ატარებს: სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესება, გაახალგაზრდავება, საჭმლის მონელების დაჩქარება, დამჭკნარი კანის აღდგენა, ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის გამოდევნა, მატონიზირებელი და ანტიცელულიტური ეფექტი.

Image result for Бьюти-трюки с кофе

„მარაოს“ რედაქცია გიზიარებთ თავის მოვლის რეცეპტებს ყავის მეშვეობით.

Image result for coffee for legs

ნაზი კანი და გათანაბრებული ფერი

  • ქოქოსის კარაქი და დაფქული ყავა ერთი და იგივე რაოდენობით შეურიეთ ერთმანეთს, დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 15 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ასეთი პროცედურის ჩატარება სასურველია კვირაში ორჯერ.
  • ყავა - საუკეთესო სკრაბი, რომელსაც შესწევს კანის გაწმენდის უნარი და მკვდარი უჯრედების მოცილება ზედაპირიდან. უწყობს ხელს უჯრედების განახლებას, ააქტიურებს სისხლის ცირკულაციას. ქოქოსის ზეთი გამაახალგაზრდავებელი ეფექტით ცნობილია და კანს კვებავს ამავდროულად. გააჩნია ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. ეს ორი ინგრედიენტი ერთად კი ეფექტურ ნიღაბს წარმოადგენს.

маска для лица из кофе

მკვეთრი ფერი და თმის ბზინვარება

  • 3 სუფრის კოვზი დაფქული ყავა, 10 მილიგრამი წყალი, 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, 1 სუფრის კოვზი რომი და 2 კვერცხის გული აურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნიღაბი დაიტანეთ თმაზე, შეიზილეთ თმის ძირებსა და მთელ სიგრძეზე. შეიფუთეთ თავი პოლიეთილენით, ხოლო 15 წუთში ჩამოიბანეთ. ამის შემდგომ შეგიძლიათ გადაივლოთ მცენარეების ნახარშიც. ასეთი მეთოდი თმას მკვეთრ ფერსა და ბზინვარებას ანიჭებს, რომელიც განსაკუთრებით უხდება მუქი შეფერილობის მქონე გოგონებს. აგრეთვე ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდის პროცესს.

Image result for coffee for eyes

თმის ცვენის საწინააღმდეგოდ

  • წამოადუღეთ მწარე ყავა და ჩამოიბანეთ მისი მეშვეობით თმა. დაიტოვეთ ნიღაბი რამდენიმე წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ. კოფეინი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს ფოლეკულებამდე და აძლიერებს თმის ფესვებს. ეს ნიღაბი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ საუკეთესოა.

маска для волос

ლამაზი სხეული

  • 5 სუფრის კოვზი კოფეინის ნალექი, 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, რამდენიმე წვეთი ეთერზეთი ილანგ-ილანგი ან ჟოჟობა - დაიტანეთ მიღებული ნაზავი სხეულზე, გაიჩერეთ 5 წუთით და შემდგომ ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ დაიტენიანეთ ტანი რძის მეშვეობით, ლოსიონით ან საცხით.
  • ყავა არა მარტო საუკეთესო სკრაბია, არამედ სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და ებრძვის ცელულიტს. ასე რომ, თამამად მოუყარეთ თავი ყავის ნალექს და მოიწესრიგეთ კანი.

скраб для тела

თვალის ქვეშ არსებული ტომრების წინააღმდეგ

  • თავიდან დაიტანეთ დამატენიანებელი საცხი თვალის გარშემო, გაიჩერეთ 20 წუთით. გააცივეთ ახლად წამოდუღებული ყავა, დაასველეთ ბამბის დისკები და დაიწყვეთ თვალებზე 15 წუთით.
  • ამ კომპრესების ეფექტურობა სწორედ ყავაში მდგომარეობს, რომელიც სისხლის ცირკულირებას უწყობს ხელს.

Image result for coffee for eyes

მოვლილი ხელებისთვის

  • 10 გრამ დაფქულ ყავას 3 სუფრის კოვზი ქოქოსის ზეთი და 1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი შეურიეთ. მოამზადეთ აბაზანა ზღვის მარილების მეშვეობით და მოათავსეთ ხელები. შემდეგ დაიტანეთ ყავის ნიღაბი, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ პროცედურის შემდეგ თქვენი ხელები ზამთრის დღეებს თამამად გაუმკლავდება და თავიდან აირიდებთ გამომშრალ კანს.

маска для рук

ნაზი ტუჩები

  • შეურიეთ 0.5 ჩაის კოვზ ყავის ნალექს თაფლი, საცხის კონსისტენციის მიღებამდე. მიღებული სკრაბით მსუბუქად დაიმუშავეთ ტუჩები. გაიჩერეთ 5-7 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ასეთი მეთოდი თქვენს ტუჩებს მეტ სინაზეს შემატებს 10 წუთში. აგრეთვე შეგიძლიათ დაუმატოთ რამდენიმე წვეთი Е ვიტამინი.

Image result for coffee for lips

პრიალა ფეხის ქუსლები

  • დაგჭირდებათ 4 სუფრის კოვზი ყავის ნალექი, გახეხილი ბანანი, 10 მილიგრამი ზეითუნის ზეთი და მწიკვი ზღვის მარილი. შეურიეთ ეს ინგრედიენტები და დაიტანეთ ფეხის ქუსლებზე. გაიჩერეთ 10 წუთით და ჩამოიბანეთ თბილი წყლით. დაიტანეთ დამატენიანებელი საცხი.

Image result for coffee for legs

მუწუკების წინააღმდეგ

  • წამოადუღეთ ძლიერი ყავა, დაუმატეთ 0.5 ჩაის კოვზი ალოეს წვენი, დაიტანეთ სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი საცხი. ასეთი ნიღაბი არასასურველ მუწუკებს აგარიდებთ თავიდან, ალოეს წვენის ნაცვლად კი შეგიძლიათ ჩაის ხის ზეთი გამოიყენოთ.

маска против прыщей

ლამაზი რუჯი

  • ყავის მარცვლებს მტვერი მოაცილეთ, დაუმატეთ ცოტაოდენი წყალი, მიიღეთ ფაფის კონსისტენცია. მიღებული ნიღაბი დაიტანეთ სახეზე ან იმ ადგილას, სადაც რუჯის ეფექტი გინდათ მიიღოთ. გაიჩერეთ 10 წუთით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

Image result for coffee for tan

ასეთი ყავის ნიღბები დაგეხმარებათ კანისა და თმის ეფექტურად მოვლაში. რაც მთავარია, სალონურ პროცედურებზე დაზოგავთ თანხებს და მიიღებთ ჯანსაღ ინგრედიენტებს. ბევრი ყავის ნიღბის ჩატარება შეგიძლიათ დილით, მაშინ, როცა ყავის მირთმევას დაასრულებთ.

Image result for coffee for eyes

წყარო