ოცნებობ, გაიღვიძო დილით ლამაზი ვარცხნილობით და სუფთა, ბზინვარე კანით შეშუპების გარეშე? მაშინ ჩვენი დღევანდელი მასალა სწორედ შენთვის არის განკუთვნილი, ჩაინიშნე:
საღამოს საკვების მიღება
- თუკი დილით შეშუპებული სახე და ჩამუქებული წრეები გაწუხებს თვალის ქვეშ, ღამით წყლის დალევას მოუკელი. აუცილებლად შეზღუდე „ღამის“ კვების რაციონიდან მარილიანი პროდუქტები: ეს საკვები სითხის შეკავებას იწვევს ორგანიზმში. ამიტომ შეშუპება გარდაუვალია. ტყუილად არ ურჩევენ ექიმები დაძინებამდე 4 საათით ადრე კვებას!
მოაწყვე შენი დასაძინებელი კუთხე
- ძილის ხარისხი ჩვენი ცხოვრების ხარისხზე აისახება. ამიტომ იზრუნე მასზე წინასწარ. მაგალითად, აუცილებელია ოთახის განიავება მანამ, სანამ დაწვები დასაძინებლად. ასევე მნიშვნელოვანია ოთახში სიბნელე. ამისათვის შეიძინე სქელი ფარდები. ამ მეთოდით გონება იფიქრებს, რომ ძილის დროა და არავითარი უძილობა აღარ შეგაწუხებს.
საგულდაგულო დემაკიაჟი
- ღამე - კანის რეგენერაციის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. ამიტომ მაკიაჟის მოცილება აუცილებელია. ზამთარში გამოიყენე ჰიდროფილის კარაქი ან ბალზამი, რაც დელიკატურად მოგაცილებს ზედმეტ ჭუჭყს კანის ზედაპირიდან და შედეგად სასიამოვნო, დატენიანებული კანის შეგრძნებას დაგიტოვებს. როცა ცხელა გარეთ, მაშინ დემაკიაჟი მიცერალური წყლით არის მიზანშეწონილი, თუმცა არ დაგავიწყდეს ჩვეულებრივი თბილი წყლით ჩამობანა და დამატებით რბილი საცხით ან გელით დაბანა.
სწორი მოვლა
- მაკიაჟის მოხსნის შემდეგ აუცილებლად დაიტანე დამატენიანებელი ან მკვებავი საცხი. ექსპრეს-ვარიანტისთვის კი ღამის ნიღბებია სასურველი, რომელიც დაძინებამდე ერთი საათით ადრე უნდა დაიტანო და დილით ჩამოიბანო. ისინი ნაოჭების მინიმუმამდე დაყვანაში დაგეხმარება, კანს კი მეტ ბზინვარებას და სიჯანსაღეს შემატებს. არ დაგავიწყდეს თვალის გარშემო საცხის გამოყენება და ტუჩის ბალზამით დატენიანება.
დაიწანი მსუბუქად თმა
- იმისათვის, რომ დილით არ გაიღვიძო აბურდული თმით, გირჩევთ, საღამოს მსუბუქი ნაწნავი გაიკეთო, რომელიც დილიდან მსუბუქი ტალღების ეფექტს მიანიჭებს შენს თმას, ეს კი მინუს ერთი საფიქრალია, დილით სამსახურში წასვლამდე გამზადებისას.
წყარო