რჩევები

გაიღვიძე და იმღერე: რა უნდა გააკეთო საღამოს, რომ დილით ლამაზმანმა გაიღვიძო

გაიღვიძე და იმღერე: რა უნდა გააკეთო საღამოს, რომ დილით ლამაზმანმა გაიღვიძო
ოცნებობ, გაიღვიძო დილით ლამაზი ვარცხნილობით და სუფთა, ბზინვარე კანით შეშუპების გარეშე? მაშინ ჩვენი დღევანდელი მასალა სწორედ შენთვის არის განკუთვნილი, ჩაინიშნე:
Image result for Организуй своё спальное место

საღამოს საკვების მიღება

  • თუკი დილით შეშუპებული სახე და ჩამუქებული წრეები გაწუხებს თვალის ქვეშ, ღამით წყლის დალევას მოუკელი. აუცილებლად შეზღუდე „ღამის“ კვების რაციონიდან მარილიანი პროდუქტები: ეს საკვები სითხის შეკავებას იწვევს ორგანიზმში. ამიტომ შეშუპება გარდაუვალია. ტყუილად არ ურჩევენ ექიმები დაძინებამდე 4 საათით ადრე კვებას!

Image result for Вечерний прием пищи
მოაწყვე შენი დასაძინებელი კუთხე

  • ძილის ხარისხი ჩვენი ცხოვრების ხარისხზე აისახება. ამიტომ იზრუნე მასზე წინასწარ. მაგალითად,
    აუცილებელია ოთახის განიავება მანამ, სანამ დაწვები დასაძინებლად. ასევე მნიშვნელოვანია ოთახში სიბნელე. ამისათვის შეიძინე სქელი ფარდები. ამ მეთოდით გონება იფიქრებს, რომ ძილის დროა და არავითარი უძილობა აღარ შეგაწუხებს.
Image result for Организуй своё спальное место

საგულდაგულო დემაკიაჟი

  • ღამე - კანის რეგენერაციის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. ამიტომ მაკიაჟის მოცილება აუცილებელია. ზამთარში გამოიყენე ჰიდროფილის კარაქი ან ბალზამი, რაც დელიკატურად მოგაცილებს ზედმეტ ჭუჭყს კანის ზედაპირიდან და შედეგად სასიამოვნო, დატენიანებული კანის შეგრძნებას დაგიტოვებს. როცა ცხელა გარეთ, მაშინ დემაკიაჟი მიცერალური წყლით არის მიზანშეწონილი, თუმცა არ დაგავიწყდეს ჩვეულებრივი თბილი წყლით ჩამობანა და დამატებით რბილი საცხით ან გელით დაბანა.
Image result for Тщательный демакияж

სწორი მოვლა

  • მაკიაჟის მოხსნის შემდეგ აუცილებლად დაიტანე დამატენიანებელი ან მკვებავი საცხი. ექსპრეს-ვარიანტისთვის კი ღამის ნიღბებია სასურველი, რომელიც დაძინებამდე ერთი საათით ადრე უნდა დაიტანო და დილით ჩამოიბანო. ისინი ნაოჭების მინიმუმამდე დაყვანაში დაგეხმარება, კანს კი მეტ ბზინვარებას და სიჯანსაღეს შემატებს. არ დაგავიწყდეს თვალის გარშემო საცხის გამოყენება და ტუჩის ბალზამით დატენიანება.
Image result for Правильный уход

დაიწანი მსუბუქად თმა

  • იმისათვის, რომ დილით არ გაიღვიძო აბურდული თმით, გირჩევთ, საღამოს მსუბუქი ნაწნავი გაიკეთო, რომელიც დილიდან მსუბუქი ტალღების ეფექტს მიანიჭებს შენს თმას, ეს კი მინუს ერთი საფიქრალია, დილით სამსახურში წასვლამდე გამზადებისას.
Image result for Заплести легкую косу
წყარო
ბეჭდვა
e87a93