რჩევები

კისრის ნაოჭების გასაქრობი ნიღაბი სახლის პირობებში, მარტივად (რეცეპტი)

კისრის ნაოჭების გასაქრობი ნიღაბი სახლის პირობებში, მარტივად (რეცეპტი)
ახალგაზრდობასთან ბრძოლაში კანს ათასი საშუალებით "ვაწუხებთ", ვატენიანებთ საცხებით, ნიღბებით, თუმცა ხშირ შემთხვევაში გვავიწყდება კისერი, რაც არასწორი მიდგომაა, ვინაიდან პირველ რიგში, დანაოჭებული კისერი გასცემს ჩვენს ასაკს.
морщины на шее
"მარაო" გიზიარებთ სახლის ნიღაბს ნაოჭების წინააღმდეგ, რომლის გამოყენებაც დღეიდან შეგიძლიათ თამამად, ასაკის მიუხედავად.
маска от морщин для шеи

კისრის დასაჭიმი ნიღაბი

სახლის ნიღბის ეფექტურობა მდგომარეობს გამაახალგაზრდავებელი ეფექტის მქონე საშუალებებში, როგორებიცაა თაფლი, კვერცხის გული და ნუშის ზეთი.
  • თაფლი კანის გახურებას იწვევს, ააქტიურებს ორგანიზმში მიმოქცევის პროცესს და კანს ავსებს მიკრო და მაკროელემენტებით.
  • კვერცხის გული, ვიტამინების კომპლექსის გარდა, ქოლინის რეკორდულ
    რაოდენობას შეიცავს, რაც კანის უჯრედების მემბრანის ფუნქციონირებაში წამყვან როლს თამაშობს.
  • ნუშის ზეთი ინტენსიურად კვებავს, ატენიანებს კანს, ასწორებს რელიეფს, უბრუნებს კანს ელასტიკურობას, აუმჯობესებს სიმკვრივეს და აღიავებს.
Image result for Маска от морщин для шеи
აიღეთ 2 სუფრის კოვზი თაფლი, 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი და შეურიეთ ერთმანეთს. კოსმეტიკური ხელსახოცი დაასველეთ, შემდეგ კი ჩაალბეთ მომზადებულ მასაში. ხელსახოცი დაიტანეთ კისერზე, გაიჩერეთ 20-30 წუთით.
Image result for Маска от морщин для шеи
რჩევა: სანამ ნიღაბს დაიტანთ, აუცილებლად მოამზადეთ კანი სასარგებლო ნივთიერებების მისაღებად. რბილი პირსახოცი თბილ წყალში ჩაალბეთ და შეიფუთეთ კისერი 5 წუთით.
Image result for Маска от морщин для шеи
ნიღბის პირველივე გამოყენების შემდეგ კისერი შესამჩნევად რბილი, გამკვრივებული და გაჯანსაღებული ხდება. ინტენსიური კურსი 5 ყოველდღიური პროცედურისგან შედგება და კანს გაახალგაზრდავებულ ეფექტს გაუხანგრძლივებს.
Image result for Маска от морщин для шеи
გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი თავის მოვლის რიტუალები სახლის პირობებში.
Image result for Маска от морщин для шеи
წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93