რჩევები

თმის მოდური ფერები 2020 წლის გაზაფხულისთვის - შოკოლადისფრიდან ლავანდისფრამდე

თმის მოდური ფერები 2020 წლის გაზაფხულისთვის - შოკოლადისფრიდან ლავანდისფრამდე
გაზაფხული 2020 ქალებს არჩევანის თავისუფლებას აძლევს. მოდაში იქნება როგორც ნატურალური თმის ფერი, აგრეთვე მკვეთრი ფერები. ქოლორისტებმა დაასახელეს ყველაზე აქტუალური ფერები მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის.
Image result for Медный волос

ვარდისფერი ბლონდი

  • მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხული 2020-ისთვის ეს ფერი სიახლედ აღარ ითვლება, გოგონებს ისე შეუყვარდათ, რომ როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს არ აპირებენ მასთან გამომშვიდობებას. ნაზი, თბილი შეფერილობა მოუხდება ღია კანის ფერის გოგონებს.

Image result for Розовый блонд

ბაცი ყავისფერი

  • ბაცი ყავისფერი - გაზაფხულის მოდური ფერი, რომელიც უხდება ყავისფერ და მწვანეთვალება გოგონებს. ასეთი შეფერილობის თმა შეგიძლიათ ქერაზეც მარტივად გადაიყვანოთ.

Image result for Бежевый цвет волос

შოკოლადისფერი

  • „გემრიელი“
    თმის ფერი წლევანდელ გაზაფხულზე სწორედ შოკოლადისფერია. უხდება შავგვრემან გოგონებს, რომელიც მშვენივრად გაუსვამს ხაზს თქვენს სექსუალურობასა და სულის სიღრმეს.
Image result for Шоколадный  цвет волос

თაფლისფერი-ქერა

  • ასეთი ფერი სახეს გამოგიცოცხლებთ, თუმცა უხდება ღია ფერის გოგონებს, მწვანე და ყავისფერი შეფერილობის თვალის ფერით. შეგიძლიათ თაფლისფერს შეურიოთ ღია ყავისფერიც, რაც ეფექტურად გამოიყურება ნებისმიერ ლუქზე.
Image result for Медово-русый  цвет волос

მარგალიტისფერ-ვერცხლისფერი

  • თავიდან ასეთი ფერი ეჭვის ქვეშ იყო, ვინაიდან იყო ვარაუდი, რომ ასაკს მატებდა, თუმცა ახლა საკმაოდ მოდურ ფერად ითვლება. საიდუმლო კი მის არისტოკრატიზმშია, რომელსაც ნებისმიერი იმიჯის ადამიანს ანიჭებს და რა თქმა უნდა, სისულელეა, რომ მარგალიტისფერ-ვერცხლისფერი კომბინაცია დაგაბერებთ.
Image result for Жемчужно-серебристый  цвет волос

Babylights

ეს ახალი ტექნიკაა, რომელიც თმას მოცულობას ანიჭებს ფერთა თამაშით. კოლორისტებს მიაჩნიათ, რომ თმის ზედა ფენა უნდა გაღიავდეს იმისათვის, რომ მეტად ბუნებრივად გამოიყურებოდეს თავზე. ერთადერთი მინუსი ამ ტექნიკით შეღებვის არის ის, რომ დიდი დრო მიაქვს.

Image result for Babylights цвет волос
ლავანდისფერი

  • ბაცი თეთრი კანის მქონე გოგონებს ეს ფერი განსაკუთრებულად მოუხდებათ. ასეთი შეფერილობა საკმაოდ ზღაპრულ იმიჯს შეგმატებთ. ცივი კანის ფერის გოგონებს ლავანდისფრის თბილი ტონები მოუხდებათ, ხოლო თბილი კანის ფერისას - პირიქით.
Image result for Лавандовый волос

თაფლისფერი/ჟღალი

  • ერთ-ერთი ყველაზე მოდური ფერი წლევანდელ გაზაფხულზე სწორედ ეს ფერია და შექმნილია თბილი კანის ფერის მქონე გოგონებისთვის. თუკი ჭორფლებიც გაქვთ, მით უმეტეს, დღესვე უმჯობესია შეიღებოთ თაფლისფრად. თუმცა თავი უნდა შეიკავოთ შეღებვისგან საღებავზე ალერგიულების კატეგორიამ. არ დაგავიწყდეთ, რომ თმას გამოკვება, აღდგენა და ჯანსაღი იერის შენარჩუნება სჭირდება მუდამ. ამიტომ სერიოზულად მოეკიდეთ შამპუნის შერჩევის პროცესს შეღებილი თმის შემთხვევაში.

Image result for Медный волос

წყარო
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
e87a93