როგორ მოვუაროთ ხელოვნურ თმას - Marao

როგორ მოვუაროთ ხელოვნურ თმას

2020-02-26 10:40:46+04:00


ნაწნავები და შინიონები ხელოვნური თმისგან დიდხანს რომ გემსახუროთ, მათ სწორად უნდა მოუაროთ.

  1. ხელოვნური თმა სამაგრებზე გარეცხეთ არაუმეტეს თვეში ერთხელ, შამპუნით. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30 გრადუსს.
  2. არ გამოიყენოთ ფენი. ხელოვნური თმა თავისით უნდა გაშრეს,
  3. როდესაც გაშრება, დავარცხნეთ მსხვილკბილიანი სავარცხლით. ბოლოებიდან დაიწყეთ და ნელ-ნელა ადით ზემოთ.
  4. თუ თმა აიბურდა, შეასხით დამარბილებელი სპრეი და თითებით დაშალეთ.
  5. ხელოვნური თმა არ უნდა გაწუროთ.

რა უნდა იცოდეთ თმის დაგრძელებაზე