ნაწნავები და შინიონები ხელოვნური თმისგან დიდხანს რომ გემსახუროთ, მათ სწორად უნდა მოუაროთ.
- ხელოვნური თმა სამაგრებზე გარეცხეთ არაუმეტეს თვეში ერთხელ, შამპუნით. წყლის ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 30 გრადუსს.
- არ გამოიყენოთ ფენი. ხელოვნური თმა თავისით უნდა გაშრეს,
- როდესაც გაშრება, დავარცხნეთ მსხვილკბილიანი სავარცხლით. ბოლოებიდან დაიწყეთ და ნელ-ნელა ადით ზემოთ.
- თუ თმა აიბურდა, შეასხით დამარბილებელი სპრეი და თითებით დაშალეთ.
- ხელოვნური თმა არ უნდა გაწუროთ.