ვიტამინების უკმარისობის გამო თმა დროდადრო შესაძლოა გამოშრეს, უფრო მტვრევადი და უსიცოცხლო გახდეს. დამატენიანებელი ნიღბები რეგულარულად გამოყენების შედეგად თმას მეტ სიჯანსაღესა და ბზინვარებას შემატებს.
"მარაო" გიზიარებთ ნიღბების რეცეპტს სახლის პირობებში დასამზადებლად.
კვერცხის ნიღაბი ზეითუნის ზეთით
- სადღვების მეშვეობით ათქვიფეთ 1 კვერცხის გული 3 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთთან ერთად. დაიტანეთ თმის ძირებიდან ბოლოებამდე. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ საჭმლის პარკით შეიფუთოთ თმა იმისათვის, რომ უფრო სწრაფად შეიწოვოს თმამ ნიღაბი სითბოს პირობებში. 30 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნის მეშვეობით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში ერთხელ.
სოიოს და აბუსალათინის ზეთის ნიღაბი
- 2 ჩაის კოვზ აბუსალათინის ზეთს 1 ჩაის კოვზი სოიოს ზეთი შეურიეთ. დაიტანეთ სველ თმაზე, პარკი ჩამოიცვით თავზე და შეიფუთეთ შემდგომ თავი პირსახოცის მეშვეობით. გაიჩერეთ 30 წუთით, შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნით. ერთი კვირის შემდეგ კვლავ გაიმეორეთ იგივე. ეს ნიღაბი თქვენს თმას ვიტამინებს შემატებს, შეაჩერებს თმის ცვენას და თავის კანის სიმშრალეს.
თაფლის და ნუშის ზეთის ნიღაბი
- თუკი თმის ბოლოები იყოფა, შეგიძლიათ დაამზადოთ 1 სუფრის კოვზ ნუშის ზეთისგან და 1 სუფრის კოვზ თაფლისგან სპეციალური ნიღაბი, რომელსაც დაიტანთ თმის ბოლოებზე. გაიჩერეთ 15 წუთით, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნუშის ზეთი სწრაფად აღადგენს დაზიანებულ და გაყოფილ თმას.
არგანის ზეთის ნიღაბი
- ერთგვაროვანი მასის მისაღებად 1 სუფრის კოვზ თაფლსა და 1 სუფრის კოვზ არგანის ზეთს მოასხით 100 მლ ზეითუნის ზეთი. შეიზილეთ მიღებული მასა თავის კანზე და გადაინაწილეთ ბოლოებისკენ. გაიჩერეთ 30 წუთით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ შამპუნის მეშვეობით.
ჩვენ რეკომენდაციას ვუწევთ ამ ნიღბების კვირაში ერთხელ გამოყენებას. არგანის ზეთი აღადგენს თმის სტრუქტურას, თაფლი არბილებს, ხოლო ზეითუნი მშვენივრად ატენიანებს. ერთი თვის შემდეგ შენიშნავთ უკეთესობისკენ ცვლილებას. ამასთანავე, სახლში დამზადებული ნიღბები ბევრად ბიუჯეტურია და სასარგებლო.
წყარო