სიბერეს საბოლოოდ ვერავინ გაექცევა, თუმცა პროცესის მართვა სავსებით შესაძლებელია.
კარგად გადახედეთ ამ მთავარ მიზეზებს და დაფიქრდით, თქვენვე ხომ არ უწყობთ ხელს თქვენს თავს, რომ მალე დაბერდეთ?
ეს ის 9 ჩვევაა, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ.
ჩვენ გვესმის, რომ ღვინის დალევა სასარგებლო შეიძლება იყოს, მაგრამ თუ ზუსტად არ ვიცით, რა სჭირდება ჩვენს ორგანიზმს, მაშინ ყველაფერი არც ისე კარგადაა.
კიდევ ერთი ჭიქა ღვინო
როდესაც ალკოჰოლის მიღებას ვიწყებთ, ჩვენი კანი წითელი შეფერილობის ხდება.
მნიშვნელოვანია აკონტროლოთ გრადუსები, რათა კანს დაბერებაში ხელი არ შეუწყოთ.
ამასთანავე, ალკოჰოლის არასწორი დოზით მიღება ვიტამინების ნაკლებობის პრობლემასაც წამოსწევს. სასმელი ორგანიზმს აცლის ვიტამინ A-ს, რომელიც ჩვენთვის ასე მნიშვნელოვანია და კოლაგენთანაა დაკავშირებული.
ძილის ნაკლებობა
აქვე სტრესის მნიშვნელობაც არ დაგვავიწყდეს. მისი წყალობით ჩვენი სხეული დაბერების პროცესს კი არ ეწინააღმდეგება, პირიქით, აჩქარებს.
სასურველია მიმართოთ მედიტაციას ან გამონახოთ დრო მასაჟისთვის.
გამოიძინეთ კარგად, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 7-8 საათი უნდა გეძინოთ.
გარუჯვის დაუოკებელი სურვილი
მზეზე ხშირად ყოფნა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ ბერდება ჩვენი კანი ასე ადრე და სწრაფად.
ეცადეთ, დაიცვათ ზომიერება. იგივე შეგვიძლია ვთქვათ სოლარიუმის ეფექტზე.
მოწევა
დიახ, სჯობს მოწევაზე როგორმე უარი თქვათ, თუ მართლა გსურთ, რომ დაბერების პროცესი წინ უფრო ნელა მიიწევდეს.
გვესმის, რომ ეს არც ისე მარტივია, მაგრამ ჩაიხედეთ სარკეში და უთხარით საკუთარ თავს, რომ შეუძლებელი არაფერია.
არასწორად შერჩეული დიეტები
ასეთ დროს ორგანიზმი კარგავს ვიტამინებს, სუსტდებით, სტრესი იმატებს და რისკის ქვეშ დგება არამხოლოდ თქვენი სილამაზე, არამედ ჯანმრთელობაც.
შაქარი
მისი დიდი რაოდენობით მირთმევა არ არის რეკომენდებული მათთვის, ვისაც ახალგაზრდული იერის დიდხანს შენარჩუნება სურს. სილამაზე „მსხვერპლს“ მოითხოვს.
დიდხანს უმოძრაოდ ყოფნა
არ აქვს მნიშვნელობა, გსურთ თუ არა წონაში დაკლება. სწორად შერჩეული ვარჯიში წინაპირობაა იმისა, რომ თავს უფრო ახალგაზრდულად და მხნედ გრძნობდეთ.
სხეული ტონუსში უნდა იყოს. გარდა ამისა, ზოგჯერ რეგულარულ ვარჯიშს არტერიული წნევის მოწესრიგება და თქვენი მეხსიერების გაუმჯობესებაც კი შეუძლია.
არ აწვალოთ გამონაყარი
ერთადერთი სწორი გამოსავალი დერმატოლოგთან კონსულტაციაა. დროთა განმავლობაში შესაძლოა ლაქები და ნაწიბურები გაგიჩნდეთ, რისგანაც თავი უნდა დაიზღვიოთ.
თუ თქვენ არ უფრთხილდებით კოსმეტიკურ საშუალებებს
აუცილებელი წინაპირობაა, რომ ხშირად გარეცხოთ ფუნჯები, გამოცვალოთ ვადაგასული ტონალური და რაც მთავარია: მოიცილოთ ძილის წინ მაკიაჟი.
სხვა შემთხვევაში ფორებში ჭუჭყი დაგროვდება, კანი სუნთქვას ვერ მოახერხებს და სიბერისკენ მიდრეკილი გახდება.
წყარო