სოციალ ქსელებში მსახიობი საუბრობს საკუთარ თავთან ურთიერთობებზე.
დრიუ ბერიმორის ოფიციალურ ინსტაგრამ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში მსახიობმა გულწრეფლად აღიარა, როგორ მკურნალობდა ნარკოდამოკიდებულებას თინეიჯერობის ასაკიდან მოყოლებული და რის სანაცვლოდ მოუწია საკუთარი თავის 45 წლის ასაკში მიღება.
„იყო დრო, როცა ჩემს ოთახში ვიკეტებოდი და ვტიროდი. იმისათვის, რომ კარგად გამოიყურებოდე, საკმაოდ დიდი ძალისხმევა უნდა ჩადო - მე მიწევდა გამუდმებით დიეტებზე ყოფნა და ვარჯიში. ჩემი აღნაგობიდან გამომდინარე ძალიან ვგავარ ჯარისკაცს და ამის შეცვლა არ შემიძლია - დაწერა დრიუმ. თუკი ხედავთ ლამაზი გოგონების ფოტოებს მშობიარობის შემდეგ - არ დაუჯეროთ მათ. არ შეადაროთ საკუთარი თავი მას ვისაც ჟურნალის ყდაზე ხედავთ ან წითელ ხალიჩაზე დაინახეთ.“
„მე ძალიან რთული ნაბიჯი გადავდგი: საბოლოოდ შევიყვარე ჩემი სხეული. 45 წელი დამჭირდა, საკუთარი თავის საპოვნელად. ყველაფერი არ მაქვს იდეალურად, თუმცა ეს მე ვარ.“ დრიუ ბერიმორი ამჟამინდელი ფორმით და სულიერი მდგომარეობით თავის მწვრთნელის მარნი ალტონის მადლიერია. მსახიობმა მისი მეშვეობით 20 კგ დაიკლო სამი თვის განმავლობაში - ეს ყველაფერი კი Netflix-ის ტელე-სერიალის Santa Clarita Diet გადაღებებისთვის. ალტონს აქვს თავისი სტუდია ლოს-ანჯელესში M/BODY, სადაც ინოვაციური მეთოდებით ავარჯიშებს მსურველებს. სავარჯიშოები მოცემულია ბალეტიდან, პილატესიდან, გაწელვისა და საჯდომის ვარჯიშებით. მეთოდს ჰქვია Barre Belle და მწვრთნელის თქმით ეხმარება სხეულსა და გონებას ბალანსის პოვნაში, იმისათვის რომ უფრო მშვიდები ვიყოთ. ბერიმორის გამოცდილებამ ეს შედეგი ნათლად დაგვანახა. სხვათაშორის დრიუ ერთადერთი არ არის ჰოლივუდელებიდან ვინც ალტონთან ვარჯიშობს.
ბევრი მსახიობი და მოდელი სხვადასხვა სპორტულ და გასართობ დისციპლინებს ერთმანეთს უთავსებს. მაგალითად მოდელი ჯორდან დანი Barrecore-ის ვარჯიშებზე გიჟდება, რომელიც ბალეტის და ინტერვალურ ვარჯიშებს მაღალი ინტენსივობით ითვალისწინებს, ასეთივე ვარჯიშებით სარგებლობს პოპ-დედოფალი მადონა, რომელიც ციფრების მიუხედავად ბევრ ახალგაზრდა გოგონას ჩამოიტოვებს.
წყარო