რჩევები

დაზიანებული თმის აღდგენა იმ პროდუქტების მეშვეობით, რომლებიც უკვე სახლში გაქვთ

დაზიანებული თმის აღდგენა იმ პროდუქტების მეშვეობით, რომლებიც უკვე სახლში გაქვთ
ლამაზი თმა ქალის საუკეთესო აქსესუარია, თუმცა ჩვენი სილამაზის გამო ხშირად მისი შეღებვა, ფორმის მიცემა, გასწორება, დახვევა და ათასი საშუალების გამოყენება გვიწევს, თმა კი ექსპერიმენტებით ზიანდება, ფორმას იცვლის და ბზინვარებასაც მალე კარგავს. უსიცოცხლო და გამომშრალი თმის მოვლა ჩვენი მოვალეობაა, ამ პრობლემის მოგვარება კი სახლიდან გაუსვლელად, მარტივადაა შესაძლებელი.

ახლა, ამ მოწყენილობის ჟამს დროებით ყველაფერს დაანებეთ თავი და თავის მოვლაზე სასაუბროდ ჩამოსხედით. გთავაზობთ 5 ხერხს, რომელიც სახლის პირობებში დაზიანებულ თმას გამოაცოცხლებს, თან მხოლოდ იმ პროდუქტებით, რომლებიც სახლში მოგეპოვებათ.

  1. ავოკადო, გემრიელი კერძების გარდა, სილამაზის სფეროშიც აქტიურად გამოიყენება. ის თმის აღდგენისთვის ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია, რადგან ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებული ხილი თმის ზედაპირიდან ფორებში მარტივად იწოვება და თავის ფუნქციას უსწრაფესად ასრულებს. აიღეთ ერთი კარგად დამწიფებული ავოკადო, დაჭერით წვრილად, შეურიეთ მას ერთ კვერცხი და ეს მასა ერთმანეთში აურიეთ, შემდეგ სველ თმაზე დაიტანეთ, გაიჩერეთ 20 წუთი და რამდენჯერმე ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ გაიმეორეთ და 1 თვეში თქვენს თმას სიჯანსაღე აუცილებლად დაუბრუნდება.
  2. ზეითუნის ზეთი თავის მოვლის სფეროში ცნობილი პროდუქტია, აიღეთ ½ ჭიქა ზეითუნის ზეთი და თმაში შეიზილეთ. კარგად გადაინაწილეთ ყველა მიდამოზე, შემდეგ პოლიეთილენის პარკით შეიხვიეთ თმა და პირსახოცით დაიფიქსირეთ 45 წუთის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ შამპუნით ჩამოიბანეთ ზეითუნი. ეს პროცედურა კვირაში ერთხელ გაიმეორეთ და თმას ბზინვარებას მალევე შეატყობთ.
  3. იცოდით, რომ ვაშლის ძმარი დაზიანებულ თმას აღადგენს? ეს ის პროდუქტია, რომელიც ყველა სახლში აუცილებლად უნდა იყოს. შეურიეთ ერთმანეთს ერთ ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი, ორ კოვზი ზეითუნის ზეთი და სამი კვერცხის ცილა. შემდეგ აურიეთ და თავზე წაისვით. დაიფიქსირეთ თმა პირსახოცით ან ქუდით და საათ-ნახევრის შემდეგ ჩამოიბანეთ. თქვენ შეატყობთ, რომ რამდენიმე პროცედურის შემდეგ უთოთი გასწორებისგან დამწვარი თმა ნელ-ნელა აღდგება.
  4. თმის აღდგენისა და მოცულობის გაზრდისთვის „კვერცხის ომლეტის შამპუნი“ აუცილებლად უნდა სცადოთ. აიღეთ ერთი კვერცი და ცოტა შამპუნში შეურიეთ ის. წაისვით თმაზე, 5 წუთით გაიჩერეთ და ჩამოიბანეთ. აფუებული თმა ნელ-ნელა აღდგენას დაიწყებს და დავარდნილი, გამოფიტული თმა რადიკალურად შეიცვლება.
  5. ჩაი დაისხით და ცოტა თმის ნიღბისთვისაც შემოინახეთ. თუ აქამდე ჩაი მხოლოდ დილის მეგზური ან სიცივეში გასათბობი საშუალება იყო, ახლა მას სილამაზის სფეროშიც გამოვუძებნოთ ადგილი. ჩაი შეღებილი თმისთვის ჯადოსნური ელექსირია, ის მუდმივი ფერის შენარჩუნებაში ეხმარება თმას. გამოიყენეთ ახალდაყენებული ჩაი და ნახავთ, რომ შეღებილი თმა ინტენსიური და ბუნებრივად ლამაზი დიდხანს დაგრჩებათ. ქერათმიანმა ქალბატონებმა ფერის შესანარჩუნებლად გვირილის ჩაი მოამზადეთ, შავგვრემანმა ქალბატონებმა კი - ჩვეულებრივი შავი ჩაი. შამპუნით დაბანის შემდეგ ჩამოიბანეთ თმა ახალდაყენებული ცოტა ჩაის ფერით და ინტენსიურ ფერს თქვენი შეღებილი თმა აუცილებლად შეინარჩუნებს.

წყარო: businessinsider.com
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93