რჩევები

როგორ მოვუაროთ თმას და კანს გაზაფხულზე, სახლის პირობებში: სილამაზის პროცედურები, რომლებიც იზოლაციაში ყოფნისას უნდა ჩაიტაროთ

როგორ მოვუაროთ თმას და კანს გაზაფხულზე, სახლის პირობებში: სილამაზის პროცედურები, რომლებიც იზოლაციაში ყოფნისას უნდა ჩაიტაროთ


სილამაზის სალონებში სტუმრობა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო ამ სიამოვნებაზე უარის თქმა გვიწევს. კორონავირუსმა გაურკვეველი ვადით სახლებში გამოგვკეტა და ჩვენს კანსაც მოაკლდა მზის სხივებთან ხშირი კონტაქტი. როგორც მოგეხსენებათ, D ვიტამინს ორგანიზმი სწორედ მზის დახმარებით იღებს. იზოლაციაში ყოფნა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თმის და კანის მოვლაც უნდა შეწყვიტოთ.

გაზაფხულზე ჩვენი კანი და თმა განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. ამ სეზონზე აქტუალურია თმის ცვენის პრობლემაც. საბედნიეროდ, არსებობს თავის მოვლის საშუალებები, რომლებიც სალონში წასვლის საჭიროებას
იდეალურად ანაცვლებს.

  • გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ უნდა ჩაიტაროთ beauty პროცედურები სახლში. საჭირო პროდუქციის შეძენას, რომელიც ამ პროცედურებისთვის დაგჭირდებათ, სახლიდან გაუსვლელად, ინტერნეტით შეძლებთ!


როგორ მოვუაროთ თმას


ვიტამინების უკმარისობის გამო თმა დროდადრო შესაძლოა გამოშრეს, უფრო მტვრევადი და უსიცოცხლო გახდეს. დამატენიანებელი ნიღბები, რეგულარულად გამოყენების შედეგად, თმას მეტ სიჯანსაღესა და ბზინვარებას შემატებს.

გაიკეთეთ თმის ნიღაბი


ესპანური ბრენდის - „ბიფაზის“ თმის ნიღაბი მულტივიტამინებით, კვებავს და აღადგენს თმის ღერის სტრუქტურას. თმის დაბანის დროს, შამპუნის ჩამობანის შემდეგ, სველ თმაზე შეიზილეთ ნიღაბი (მოერიდეთ ნიღბის თავის კანთან მოხვედრას), გაიჩერეთ 3 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

შეარჩიეთ ნიღაბი თქვენი თმის ტიპის მიხედვით.

დაზიანებული თმისთვის ძალიან ეფექტურია ბიფაზ-სერუმი - თმის ზეთი.

შეიზილეთ დაბანილი, სველი თმის ძირებში და არ ჩამოიბანოთ. თმის ზეთის მოხმარება რეკომენდებულია კვირაში ერთხელ ან ორჯერ.
„ქამელეოს“ კერატინის შემცველი შრატი იდეალურია შეღებილი თმისთვის.



როგორ მოვუაროთ სახის კანს



იმისათვის, რომ კანი ჯანსაღად გამოიყურებოდეს, აუცილებელია რეგულარული წმენდა საღამოობით, ხოლო პროფესიონალური წმენდა - 4-5 კვირაში ერთხელ.

რისთვის არის აუცილებელი და როგორ მოვამზადოთ კანი?

  • სახის ღრმა წმენდა - ეს ბევრეტაპიანი კანის წმენდის პროცედურაა, რომელიც პილინგსაც ითვალისწინებს, სახის ნიღბებს, წმენდას, მასაჟს, კანის დატენიანების ეტაპებსა და აღდგენას. ნიღბები ირჩევა კანის ტიპისა და სახეზე არსებული პრობლემების მიხედვით.
  • პროფესიონალური ან სახლის პირობებში წმენდამდე კანიდან უნდა მოიშოროთ მაკიაჟი. გამოიყენეთ მიცერალური წყალი.
აუცილებელია, მოიშოროთ შავი წერტილები. ამისთვის სკრაბი დაგჭირდებათ.

  • შეათბეთ წყალი და მიიტანეთ სახე ორთქლთან იმისათვის, რომ ფორები გაიხსნას.
  • დაიფარეთ თავზე პირსახოცი და ორთქლზე გაიჩერეთ სახე 10 წუთით.
  • შემდგომ დაიტანეთ დამატენიანებელი ტონიკი, იმისათვის, რომ დახუროთ ფორები და გააგრილოთ სახე.
  • ბოლოს დაიტანეთ ინდივიდუალურად შერჩეული დამატენიანებელი საცხი.

პოლონური ბრენდის -„დერმედიკის“ ნაკრებში შედის: მიცერალური წყალი, დღის კრემი და შრატი.

რჩევები ცხიმიანი კანის მქონე ქალბატონებისთვის:


თქვენ გამოგადგებათ გვირილა, აბზინდა და როზმარინი. ამ სამკურნალო მცენარეებს დადებითი ის აქვს, რომ კანს დაარბილებს და უფრო გლუვს გახდის. ასევე, კანზე ანთებით კერებს ებრძვის.

ბეჭდვა
e87a93