რჩევები

დროა, მოემზადო ზაფხულისთვის – 3 რამ, რაზე ზრუნვაც უკვე უნდა დაიწყოთ

დროა, მოემზადო ზაფხულისთვის – 3 რამ, რაზე ზრუნვაც უკვე უნდა დაიწყოთ

ქალები საკუთარ თავზე ნებისმიერ დროსა და სიტუაციაში ვზრუნავთ, თუმცა არის პერიოდები, როდესაც ეს მეტ-ნაკლებად სუსტდება. ეს ზამთარში ხდება, როცა ცივა და ჩაფუთნულები ვართ, სილამაზეზე ზრუნვის განწყობაც ნაკლებად გვაქვს, თუმცა გაზაფხულზე ყველას გვახსენდება, რომ მალე ზაფხული მოვა და აუცილებელია, ფორმაში ვიყოთ. წონა, ფრჩხილები და კანი – ეს ის სამი ძირითადი საკითხია, რომელზე ზრუნვაც გაზაფხულზე უნდა დავიწყოთ, რომ ზაფხულში იდეალურად გამოვიყურებოდეთ.

წონა


როდესაც წონის დაკლებაზე იწყებთ ფიქრს, პირველ რიგში, უნდა გაიაზროთ, რა გასუქებთ, რომელია ის კომპონენტები, რომლებიც
რაციონიდან უნდა ამოიღოთ. მეორე მხრივ, მოიფიქრეთ, რა გზით დაწვავთ მეტ კალორიას. დაარეგულირეთ ჭამის რეჟიმი და პარალელურად, მოიწესრიგეთ ძილი. შესაძლოა, წონაში მატების უმთავრესი მიზეზი სწორედ ეს იყოს.
გაანაწილეთ საკვები წინასწარ პორციებად და გათვალეთ, კონკრეტულად რომელი საათისთვის რას მიირთმევთ. იმისათვის, რომ მიკროელემენტების რაოდენობა შეივსოთ და ჰორმონალური ფონი დაგირეგულირდეთ, კარგი იქნება, მიირთვათ მწვანე ბოსტნეული, ბროკოლი, მწვანილი. მათ შემცველობაში ქრომი შედის, რომელიც ტკბილეულის მირთმევას ნაკლებად მოგანდომებთ.
ხშირად აქცენტს მხოლოდ დიეტაზე აკეთებთ და ვარჯიში გავიწყდებათ. რეალურად კი ფიზიკური აქტივობა წონის კლებისთვის აუცილებელია. უბრალოდ უნდა ეცადოთ, რომ უჭმელი სავარჯიშოდ არ წახვიდეთ. უარი თქვით სწრაფი კვების პროდუქტებსა და ალკოჰოლზე.

ფრჩხილები


დროა, მოემზადოთ ზაფხულისთვის და მოამზადოთ თქვენი ფრჩხილებიც. იმისთვის, რომ ზაფხულში თქვენი ფრჩხილები კარგად გამოიყურებოდეს, ამაზე ზრუნვა ახლავე უნდა დაიწყოთ.
ზამთარში, როდესაც დახურული ფეხსაცმელი გვაცვია, ხშირად ჩნდება ფრჩხილის სოკო, რომელზე ზრუნვაც ზაფხულამდე აუცილებლად უნდა დაიწყოთ. შესაბამისად, მისი მოშორება ფეხზე უფრო რთული პროცესია. თუმცა სოკო ასევე ხშირად გვხვდება ხელის ფრჩხილზეც. ისეთი რეკომენდაციების გათვალისწინების პარალელურად, როგორებიცაა ფეხსაცმლის სწორად შერჩევა და ჰიგიენის ადეკვატური დაცვა, თქვენ აუცილებლად მოგიწევთ ონიქომიკოზი, ანუ სოკოს სამკურნალო პრეპარატების გამოყენება. European Onychomycosis Observatory-ს კვლევების მიხედვით, პაციენტების 74,2%-ს სჭირდება მხოლოდ ადგილობრივი თერაპია. ამ შემთხვევაში არჩევანი მრავალფეროვანია, მალამოებისა და ხსნარების სახით. თუმცა მათი მოხმარება გარკვეულ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ მომხმარებლების დიდი ნაწილი უპირატესობას ლაქს ანიჭებს. ლაქი ყველაზე ეფექტური ადგილობრივი საშუალებაა და ამავდროულად, მისი მოხმარება მარტივია, თან პარალელურად შეგიძლიათ ფრჩხილის დეკორატიული ლაქიც წაისვათ და მუდმივად ფორმაში იყოთ.

ლაქის ფორმის პრეპარატის უპირატესობა ისაა, რომ ის განაპირობებს წყალგაუმტარი აპკის წარმოქმნას ფრჩხილის ზედაპირზე, სამკურნალო ხსნარებისაგან განსხვავებით, რომლებიც მარტივად ჩამოირეცხება, რაც ამცირებს სამკურნალო ნივთიერების კონცენტრაციას ფრჩხილის ფირფიტაში. ლაქის გამოყენება რეკომენდებულია პროფილაქტიკის მიზნითაც.

კანი


ზამთრის სიცივე კანზე პოზიტიურად ნამდვილად არ მოქმედებს, მაგრამ კანისთვის არანაკლებად რთული პერიოდი ზაფხულია. მზე, სიცხე და ჭარბოფლიანობა საკმაოდ დიდი ზიანის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი კანისთვის. კანზე გამოყოფილი დიდი რაოდენობით ოფლი და ცხიმი იწვევს მის გაღიზიანებას, სიწითლეს და გამონაყარს. შედეგად კი, კანი გამოიყურება არაესთეტიკურად. მსგავსი პრობლემები უმეტესად ცხიმიან და აკნესადმი მიდრეკილ კანს ახასიათებს.

მათ, ვისაც მსგავსი ტიპის კანი აქვთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ შემდეგი რეკომენდაციები:


  • მაქსიმალურად უნდა ებრძოლოთ ჭარბი ცხიმის გამოყოფას და ფორების გაფართოებას, ეს კი დილა-საღამოს კანის სწორი მოვლით, სპეციალური ქაფით დაბანით უნდა მოხდეს. სწორად შერჩეული დასაბანი ქაფი ზედმეტ ცხიმს მოაშორებს კანს, დაიცავს მას ბაქტერიებისაგან და დაამშვიდებს.
  • ნებისმიერი პროდუქტი, რომელსაც სახეზე იყენებთ, უნდა იყოს სპეციალურად აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის.
  • კანის მოვლის პროდუქტები უნდა შეიცავდეს თუთიას, რომელიც არეგულირებს ცხიმის გამოყოფას, ხსნის კანის ბზინვარებას.
  • დამატენიანებელს უნდა ჰქონდეს მზისგან დამცავი ფილტრი მინიმუმ SPF 30.


რაც შეეხება მშრალ კანს, ის განსაკუთრებულ დატენიანებას მოითხოვს.

  • კარგი იქნება, თუ დამატენიანებელი კრემის პარალელურად, დამატენიანებელ ნიღბებსაც გამოიყენებთ. თუ დრო გაქვთ, სასურველია, ნიღაბი ყოველ საღამოს გაიკეთოთ.
  • ზოგადად, ზაფხულში გამოსაყენებელი პროდუქტები არ უნდა შეიცავდეს ზედმეტ კომპონენტს და არ უნდა „ამძიმებდეს“ კანს. მას უნდა ჰქონდეს მსუბუქი და თხელი კონსისტენცია. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ზაფხულში ოფლის გამოყოფა გაძლიერებულია.
  • დამატენიანებლის პარალელურად, აუცილებლად უნდა გამოიყენოთ პროდუქცია, რომელსაც მკვებავის ფუნქცია აქვს, რომ კანი კიდევ უფრო არ გამოგიშრეთ.

დარჩი სახლში და მოემზადე ზაფხულისთვის.


FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
e87a93