მსოფლიოს შეცვლილი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, ყველა შეხვედრა ვირტუალურ სივრცეში მიმდინარეობს. აუცილებელია იცოდეთ, როგორი მაკიაჟი გამოიყურება მომგებიანად კადრში, როგორ გავიკეთოთ სწორად მაკიაჟი ისე, რომ გამოვიყურებოდეთ ლამაზად და დასვენებულად.
წესი #1: გამოკვეთე მხოლოდ ერთი ნაწილი
- მაკიაჟი ონლაინკონფერენციაზე არ უნდა იყოს მკვეთრი და გამომწვევი, მაგრამ სახის რომელიმე ნაწილის გამოკვეთა მნიშვნელოვანია. საკმაოდ მომგებიანად გამოიყურება კაშკაშა ტუჩსაცხი. შეარჩიეთ მკრთალი ფერის წითელი ან კენკრისფერი ტუჩსაცხი.
წესი #2: მოვლილი კანი
- ონლაინშეხვედრაზე სულაც არ არის აუცილებელი ტონალურის წასმა. საკმარისია კარგი დამატენიანებელი საცხი, რომელიც კანს ბუნებრივ ბზინვარებას მიანიჭებს. მსუბუქი კორექცია და გამოკვეთილი ყვრიმალები ჩრდილების თამაშით სახის ოვალს უფრო რელიეფურს ხდის, ხოლო მარჯნისფერი "რუჟი" კანს უფრო ჯანსაღ იერს მისცემს. ბოლოსთვის კი გამოიყენეთ მინერალური პუდრი.
წესი #3: დამალე დეფექტები
- თუკი კანზე გამონაყარი გაქვთ, მისი დაფარვა კორექტორის და თვალის ქვეშ ცოტაოდენი კონსილერით შეგიძლიათ.
წესი #4: დაუმატე ბზინვარება
- დაივიწყე მშრალი ტექსტურის ჰაილაითერი. უმჯობესია ჩაანაცვლო კრემისებრით და მაქსიმალურად დელიკატურად წაისვა იმისათვის, რომ თავიდან აირიდო ზედმეტი ბზინვარება ეკრანზე.
წესი #5: დაივარცხნე წარბები
- აუცილებლად გამოუყავი ყურადღება წარბებს. შეღებე ჩრდილებით ან ფანქრით და ბალზამით დავარცხნე.
წესი #6: ხაზი გაუსვი თვალებს
- ზედა ქუთუთოს ნაკეცი გამოყავი ნეიტრალური ჩრდილების მეშვეობით. არ დაგავიწყდეს კონტურის და ტუშის წასმა. ლამაზი მაკიაჟიც შეხვედრისთვის მზად არის.
წყარო: peopletalk