ვუყურებთ მის ნამუშევრებს და გვჯერა, რომ სასწაულები ნამდვილად ხდება. დიახ, არსებობენ არტისტები, რომლებისთვისაც შეუძლებელი არაფერია.
ქალბატონი, რომელზეც ამ სტატიაში ვისაუბრებთ, ერთ-ერთი ყველაზ ცნობილი ვიზაჟისტია. მას თვალში საცემი გარეგნობა აქვს, თუმცა ყველას იმით დაამახსოვრა თავი, რომ წარმოუდგენელ შედეგებს აღწევს.
- გოარ ავეტისიანს ადამიანების გარდაქმნა ძალიან უყვარს და მათ შორის არიან ისეთი გოგონებიც, რომლებსაც კანზე სერიოზული პრობლემები აქვთ. ამბობენ, რომ ვიზაჟისტი ფოტოებს ფოტოშოპითაც ნაკლებად ამუშავებს და ყველაფერს საკუთარ ჯადოსნურ ხელებს ანდობს. შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ მან ერთ-ერთ ვიდეოში ქართული სიმღერაც გამოიყენა. ვიდეოს "ინსტაგრამზე" 1 მილიონზე მეტი ნახვა აქვს:
ქალბატონები, რომელთა ფოტოებსაც ახლა იხილავთ, ოცნებობდნენ იმაზე, რომ ერთ დღეს საკუთარი თავი განსხვავებულად დაენახათ. გადავხედოთ გოარის ნამუშევრებს, რომლებიც ალბათ გულგრილს ვერ დაგტოვებთ. გოარ ავეტისიანი იმ უიშვიათეს ვიზაჟისტთა შორისაა, რომელთან მისვლის შემდეგაც ქალბატონები ყოველთვის თავდაჯერებულები, ბედნიერები და გაბრწყინებულები გამოდიან.