ასაკის შეუსაბამოდ: 7 ჩვევა, რომელიც ნაადრევად გაბერებს - Marao

ასაკის შეუსაბამოდ: 7 ჩვევა, რომელიც ნაადრევად გაბერებს

2020-05-12 09:56:21+04:00


თუკი შენიშნე, რომ ასაკის შეუსაბამოდ გამოიყურები, შესაძლოა ეს ცუდი ჩვევების ბრალია.

Busy Doing Nothing by motion Bogdan on Dribbble

ზედმეტი საქმეებით ხარ გადატვირთული

  • მუდამ სადღაც მიიჩქარი, ბევრ საქმეს ერთდროულად აკეთებ და მაინც შიშობ, რომ ვერ მოასწრებ. სინამდვილეში ამ ფორმით ჩვენს ნერვულ სისტემას ვანგრევთ. გამოკვლევებმა დაადგინა, რომ ქრონიკულ სტრესს თავისუფალი რადიკალების წარმოქმნამდე მივყავართ, რაც აჩქარებს დაბერების პროცესს. შეეცადე, ფოკუსირება მხოლოდ ერთ რამეზე მოახდინო, დასრულებისთანავე კი მეორეზე გადახვიდე.

ტკბილეულს ხშირად მიირთმევ

  • არ ტოვებ ტკბილეულის მირთმევის შანსს, რასაც წონის მატების გარდა, დაბერებამდეც მიჰყავხარ. შაქრის მოლეკულები სწორედ ცილების უჯრედებისკენ მიიწევს. შესაბამისად, თვალების ქვეშ შავი რგოლები ჩნდება, კანი ბერდება და ნაოჭდება.

NATURAL CURES FOR PMS — SYDNEY NANBERG

ზარმაცობ

  • თუკი სავარძელზე ჯდომის რეჟიმში ხარ მუდამ, სასწრაფოდ შენი ცხოვრების წესი უნდა შეცვალო. ჯდომითი რეჟიმი იწვევს სხვადასხვა დაავადებას, რაც დაბერების პროცესს უწყობს ხელს. ფიზიკური დატვირთვები მინიმალური სახით მაინც აუცილებელია. ბრიტანელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კვირაში 150 საათი ნებისმიერი ტიპის ვარჯიში 10-15 წლით ახანგრძლივებს ცხოვრებას.

ტელემარათონები გიყვარს

  • სერიალების და ფილმების ყურება, ტკბილეულის და სასუსნავის თანხლებით, გასუქებს და გაბერებს. საშუალოდ ტელევიზორთან გატარებული ერთი საათი 22 წუთით ამოკლებს სიცოცხლეს. შესაბამისად, დაფიქრდი, რამდენ 22 წუთს კარგავ შენი საყვარელი ფილმების ყურებაში.

The Middle Watch Tv GIF by ABC Network - Find & Share on GIPHY

დღე-ღამეში 5 საათზე ნაკლები გძინავს

  • თვალის ქვეშ წრეები სწორედ გამოუძინებლობაზე მეტყველებს. უმჯობესია, დაწვე დასაძინებლად 11-12 საათისთვის და გეძინოს 7-8 საათი. ძილის რეჟიმის დარეგულირებით შეინარჩუნებ ჯანსაღ იერს და ჯანმრთელობას.

გძინავს სახით ბალიშზე

  • ძილი მუცელზე ან გვერდზე, სახით ბალიშზე კიდევ ერთი მიზეზია სწრაფად დაბერების. წლების მატებასთან ერთად კოლაგენის საფარველი უფრო მკვრივი ხდება და კანი დეფორმირდება. შედეგად, ჩვეულებრივზე სწრაფად ბერდები. ამიტომ უმჯობესია დაიძინო ზურგზე.

საკმაოდ ბევრ კოსმეტიკას იყენებ

  • დიდი რაოდენობის მაკიაჟი იწვევს კანის ნაადრევ დაბერებას, კანი დიდ სტრესში ვარდება და შესაბამისად, ყოველდღიური მაკიაჟი აჩქარებს დაბერების პროცესს. თუკი არ გინდა, 30 წლის ასაკში 40 წლის ასაკის სახის კანივით გამოიყურებოდეს, მაშინ შეამცირე მაკიაჟის გამოყენება, სახეც დაისვენებს და ხელს შეუშლი დაბერების პროცესს.
Mascara britney spears makeup GIF on GIFER - by Ishnlak

წყარო: cosmo