54 წლის სუპერმოდელი თავისი სექსუალურობით დიდი აუდიტორიის დაჰიპნოზებას დღემდე მშვენივრად ახერხებს.
სინდი კროუფორდი - მოდელი, მსახიობი და მშვენიერი კაიას და პრესლი გერბერის დედა, მსოფლიოს მასშტაბით მშვენიერი ქალბატონების მოწინავე პოზიციებს კვლავაც ინარჩუნებს. მის ანგარიშზე 600 მოდური ჟურნალის ყდა დაგროვდა. როგორც კარლ ლაგერფელდი იტყოდა: „მასში კლასიკური სილამაზე და ყველა ამერიკელის ოცნების ქალის სინთეზია.“
მიუხედავად იმისა, რომ სინდიმ სამოდელო კარიერა 2000 წელს მიატოვა, ის დღემდე რჩება მოდურ ინდუსტრიაში: მუდმივად დადის ჩვენებებზე სტუმრის რანგში - ასე კროუფორდი მხარს უჭერს თავის გოგონას - კაიას მოდელინგში, ხოლო 2018 წელს სინდიმ მსახიობ არნოლდ შვარცნეგერთან ერთად სპორტული ბიოდანამატების საკუთარი ბრენდი ჩაუშა გაყიდვაში.
არაფერია იმაში გასაკვირი, რომ სინდიმ სწორედ სპორტული კვება განაგრძო - 1990 წელს ის ვიდეოკასეტების, Shape Your Body-ს მთავარი ვარსკვლავი გახდა ვარჯიშების მეშვეობით. თუმცა აქვე უნდა ვაღიაროთ, რომ სინდის სილამაზის შემყურე ვარჯიში საკმაოდ რთულია. მოდელი სანაპიროზე საცურაო კოსტიუმში ვარჯიშობს, შემდგომ თეთრ ტოპსა და ჯინსის შორტებში ჩაჯდომებს აკეთებს, ამ ყველაფრის მიღმა კი ვარჯიშის დაწყების ინსპირაციად სავსებით შესაძლებელია გასული საუკუნის სუპერმოდელის გაკვეთილებიც გახდეს.