რჩევები

5 რჩევა, როგორ მოვუაროთ სახის კანს ზაფხულში

5 რჩევა, როგორ მოვუაროთ სახის კანს ზაფხულში
წელიწადის ყველა დროს კანს სხვადასხვა ტიპის მოვლა სჭირდება, რამდენიმე დღეში ზაფხულიც დაიწყება, უკვე დროა ჩვენი გაზაფხულის რუტინა ზაფხულისთვის მოვამზადოთ და კანის მოვლის საშუალებები საჭიროების მიხედვით თავიდან ავარჩიოთ. არ აქვს მნიშნველობა რომელი ტიპის კანი გაქვთ, ეს რჩევები ყველა ტიპის კანისთვის გამოსადეგია.

ნახეთ 5 საჭირო რჩევა, თუ როგორ მოვუაროთ სახის კანს ზაფხულში.


1. შეცვალეთ სახის დასაბანი გელი ან ქაფი

სახის მოვლის რუტინაში ყველაზე მნიშვნელოვანი როლი სწორედ სახის დასაბან გელებსა და ქაფებს აქვთ, ამიტომ სეზონის ცვლასთან ერთად უმჯობესია კანს ახალი
დასაბანი საშუალება შეურჩიოთ. ზაფხულის პერიოდში მოგეხსენებათ, კლიმატი მშრალი და ცხელია, სახის კანი ამ დროს მეტ ცხიმს გამოყოფს, ამ ცხიმის მოშორება კი ზედმეტი გამონაყარის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია.
თუ მშრალი ან კომბინირებული ტიპის კანი გაქვთ მაშინ ზაფხულის პერიოდში, დასაბანი საშუალებით სახე დღეში ორჯერ უნდა დაიბანოთ, ცხიმიანი ტიპის კანს ხშირად ორჯერ დაბანა არ ყოფნის და მას მეტი ყურადღება და მოვლა სჭირდება.

2. არ დაგავიწყდეთ მზისგან დამცავი კრემი

ნებისმიერი უცხოელი ბლოგერი, კანის მოვლის ექსპერტი და დერმატოლოგი ამ რჩევას მოგცემთ, სახლიდან მზისგან დამცავი კრემის გარეშე არ გახვიდეთ. მზის სხივები კანს აჭკნობს, აბერებს და ეს ეფექტი არა მაშინვე, არამედ წლების მერე იჩენს თავს.
მზის ჭარბმა სხივებმა შესაძლოა დააზიანოს კანის ზედაპირი, გააჩინოს ლაქები და გამონაყარიც კი, ამიტომ ზაფხულის რუტინაში SPF 30-ის დამცველობით კრემი აუცილებლად გაითვალისწინეთ.

3. დაამატეთ დიეტას ხილი და ბოსტნეული

ზაფხულში ქალების უმეტესობა დიეტაზეა, ამ პერიოდში იდეალური სხეული ყველას უნდა, თუმცა სახის კანის მოუვლელობა ყველა ჩვენგანისთვის უპატიებელი შეცდომაა. იმისთვის, რომ ზაფხულში იდეალური კანი გქონდეთ დღის კვებაში ხილი და ბოსტნეული უნდა დაამატოთ. მცენარეული პროდუქტი საციცოცხლოდ მნიშნველოვანი ვიტამინებით, ანტიოქსიდანტებითა და მინერალებითაა სავსე, რაც ორგანიზმისთვის აუცილებელია. ხილი და ბოსტნეული ზაფხულის პერიოდში სახის კანს მზისგან გამოწვეული დაზიანებისგან დაიცავს.

4. შეინარჩუნეთ ჰიდრატადაცია

რა უნდა იყოს იმაზე მთავარი, თუ არა წყალი. ჯანმრთელი სახის კანი ხომ პირდაპირ კავშირშია წყლის სმასთან. ზაფხულის სიცხიან დღეებში ორგანიზმი ბევრ ოფლს გამოყოფს, იკარგება წყალი და ენერგია, ამიტომ საჭიროა ზაფხულის პერიოდში, ყოველდღიურად დიდი რაოდენობით წყალი მივიღოთ, თუ კანი გაუწყლოებას არ იგრძნობს, არც ბევრი დამატენიანებელი დაგჭირდებათ და არც სხვა რაიმე პრობლემა წარმოიქმნება.

5. ტონერის გამოყენების დროა

ტონერი, ის ერთ-ერთი პროდუქტია, რომელიც ზაფხულში კანის მოვლისთვის ყველა ქალს უნდა ჰქონდეს. კარგი ტონერი თქვენს კანს, სუფთას და ზომიერად ცხიმიანს ტოვებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იცავს ბალანს და უარჩუნებს კანს საჭირო, საწყის მდგომარეობას. ტონერი ასევე ამცირებს გამონაყარის გაჩენის რისკს. როდესაც ტონერის არჩევას გადაწყვეტთ, დააკვირდით კანის T-ზონას და იმის მიხედვით აარჩიეთ თქვენთვის შესაფერისი პროდუქტი.

წყარო: stylecraze.com

FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
e87a93